ავტორი:

"ბოლო დროს სახლიდან არ გადიოდა... როგორც ჩანს, მეგობარმა გაიტყუა" - "კანონიერი ქურდების" დავალებით გატაცებული და სასტიკად მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმე

"ბოლო დროს სახლიდან არ გადიოდა... როგორც ჩანს, მეგობარმა გაიტყუა" - "კანონიერი ქურდების" დავალებით გატაცებული და სასტიკად მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმე

5 ოქტომბერს რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა, რომლის ვინაობაც სამართალდამცავებმა მალევე დაადგინეს, გაირკვა ისიც, რომ ახალგაზრდა კაცი სასტიკად იყო მოკლული - მას სხეულზე დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მსხვერპლი 35 წლის ზურაბ დადეშელია, რომელსაც სახელი და გვარი შეცვლილი ჰქონდა და დავით მუმლაძის პირადობის მოწმობით გადაადგილდებოდა. ოჯახი გაუჩინარებულ კაცს 1-ლი ოქტომბრიდან ეძებდა. ყველამ იცოდა, რომ იმ დღეს ის თავის მეგობართან, გიორგი გეთაშვილთან (რეალურად დავით ოქრუაშვილთან, მასაც გვარი ჰქონდა შეცვლილი, ავტ.) ერთად წავიდა მანქანით, თუმცა მისი კვალი მოულოდნელად თბილისში გაქრა.

ბუნებრივია, ოჯახმა გაუჩინარებულის ძებნა დაიწყო და პირველ რიგში სამართალდამცავებმა მისი მეგობარი მიიყვანეს პოლიციაში დასაკითხად, მაგრამ იგი ამბობდა, რომ მეგობარის ადგილსამყოფელი არ იცოდა, ირწმუნებოდა, რომ ის მუხიანში ჩამოსვა.

საქმეზე დაკავებული პოლიციელები: დიმიტრი დუღაშვილი, მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე

მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცა და ამის შემდეგ ისევ დაიბარეს მოკლულის მეგობარი გეთაშვილი რუსთავის პოლიციაში, თითქმის 8 საათი ყავდათ ის პოლიციის შენობაში, სადაც აქციაც კი გამართეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა. ისინი გეთაშვილთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდნენ, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქმეში სახალხო დამცველიც ჩართო და გვიან საღამოს მიეცა მის დასაცავთან შეხვედრის საშუალება.

ადვოკატი კობაიძე ირწმუნება, რომ მისი დასაცავის უფლებები დაირღვა და ბევრ პროცესუალურ დარღვევას აქვს ადგილი. არ გამორიცხავს, რომ პოლიციელების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო.

როგორც ჩანს, გეთაშვილმა აღიარა, რომ მისი მეგობარი პოლიციელებს ჰყავდათ გატაცებული. ბრალდებულ გეთაშვილს თავიდან ცრუ ჩვენებისთვის წაუყენეს ბრალი, მაგრამ მოგვიანებით, პოლიციამ მას ბრალი დაუმძიმა და დანაშაულის თანამონაწილეობის ბრალდებაც წაუყენეს. ადვოკატ, კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირწმუნება, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"შოკშია, პოლიციელების თანამზრახველად გამოიყვანეს, რასაც ნამდვილად არ ელოდა. ბრალი შეიცვალა, აბრალებენ, რომ მან მეგობარი გაიტაცა, რაც რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. თან ისე გაიტაცა, რომ პოლიციის თანამშრომლები ჩართო, პოლიციის თანამშრომლებს შეუთანხმდა, რომ შემდეგ უნდა მიეყვანათ მკვლელთან და მკვლელს უნდა მოეკლა - შეიძლება ერთი ბესტსელერის გადაღება, თორემ რეალურად ფაქტობრივ გარემოებებს ეს არანაირად არ შეესაბამება," - აცხადებს ადვოკატი.

kvirispalitra.ge-ს წყარო უყვება:

"ბოლო დროს მოკლული სახლიდან საერთოდ არ გადიოდა. როგორც ჩანს, მისი ნდობით ისარგებლა მეგობარმა და სახლიდან გაიტყუა. გამოდის, რომ პოლიციელებმა "კანონიერი ქურდების" დავალებით გაიტაცეს დადეშელი და კრიმინალებს მოსაკლავად გადასცეს. რაც შეეხება გვარის შეცვლას, გეთაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ბიჭები უცხოეთში ხშირად დადიოდნენ, იქ ჰქონდათ სამართალდამცავებთან პრობლემები და ამიტომ შეიცვალეს სახელი და გვარი" წაიკითხეთ ვრცლად

"ჭაობიდან ამოსვლა შესაძლებელია!..." - რას წერს "ფეისბუქზე" პროკურატურიდან წასული თანამშრომელი და რას პასუხობს მას უწყება

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"