ავტორი:

„ახალი თბილისი“ - უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს

„ახალი თბილისი“ - უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეში იყრის თავს

დაბინძურებული ჰაერი, საცობი, გამწვანების პრობლემა, - ეს იმ ძირითადი მიზეზების ჩამონათვალია, რომელთა გამო საზოგადოების ნაწილი თბილისის ცენტრში ცხოვრებას გარეუბანს ამჯობინებს.

გარეუბნებში კი ბოლო რამდენიმე წელია, ურბანული განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ცაკლეული კორპუსების გარდა შენდება საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც ყველა საჭირო სერვისია თავმოყრილი.

ამ მხრივ აქტიურად ვითარდება გლდანი, სადაც დედაქალაქის ცენტრთან შედარებით, ჰაერის დაბინძურების პრობლემა ნაკლებად დგას. სამშენებლო კომპანია „ახალი თბილისის“ გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის უფროსი ანასტასია ტარტინსკაია განმარტავს, რომ მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვიტეს, გლდანის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქერჩის ქუჩაზე 20 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე 5-ბლოკიანი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინათ, რომელიც როგორც მაღაზიებს, ისე აფთიაქებს, კლინიკებს, საბავშვო ბაღებსა და სხვა საჭირო დაწესებულებებს მოიცავდა. ამასთან, სივრცე იქნებოდა გამწვანებული, მოეწყობოდა საბავშვო მოედნები და სივრცეები, სადაც კომპლექსის მცხოვრებლები დასვენებას შეძლებდნენ.

2015 წელს მიღებული ნებართვის შემდეგ, კომპანიამ მშენებლობა დაიწყო. კომპლექსის ორი ბლოკი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენდა. კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხი მკაცრად არის გათვალისწინებული. გარდა იმისა, რომ აქ სპეციალური სისტემებია დამონტაჟებული, კორპუსების მასალაც კი ხანძარსაწინააღმდეგოა.

„ორივე ბლოკი აშენებულია ისეთი არაალებადი მასალით. დანარჩენი 3 ბლოკის მშენებლობაც სწორედ ამ კონცეფციით გაგრძელდება. დიდ აქცენტს ვაკეთებთ ინფრასტრუქტურაზე. ბინების ხარისხი ძალიან მაღალია. გარდა ამ უპირატესობისა, მთლიანად კომპლექსის ტერიტორიას ვამწვანებთ და ვაპირკეთებთ. ასევე, ჩვენ არა სტანდარტული, არამედ დიდი სადარბაზოები გვაქვს, დაახლოებით, 90 კვადრატული მეტრი, რაც შენობას მეტ ხიბლს სძენს“, - აღნიშნავს ანასტასია ტარტინსკაია.

გარდა ჰაერის და ხმაურის პრობლემის ნაკლებობისა, გარეუბანს ფასის გამოც ანიჭებენ უპირატესობას. ის სარგებელი, რაც ცენტრში ცხოვრებას აქვს, შეგიძლია, უფრო ხელმისაწვდომ ფასად გარეუბანში მიიღო. „ახალი თბილისის“ გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ კომპანიის მიზანს მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მოთხოვნადი და ხელმისაწვდომი იქნებოდა.

„ხელმისაწვდომობის კუთხით გადახდის პირობებიც ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს. ეს არის ჯანსაღი შიდა განვადება, რომელსაც ზედმეტად არცერთი პროცენტი არ ემატება. პირველი ორი კორპუსი უკვე ჩაბარებულია, დედაქალაქის მერიამ ექსპლუატაციაშიც მიიღო. ჩვენ აქედან არსად გავდივართ და ვაგრძელებთ მშენებლობას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს მცხოვრებლებს კომფორტი შევუქმნათ. ჩვენი უპირატესობა არის ისიც, რომ კომპლექსს ჩვენს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ვაშენებთ“, - აღნიშნა ანასტასია ტარტინსკაიამ.

ექსპლუატაციაში შესულ A და B ბლოკში ორი სამედიცინო პუნქტი უკვე გაისხნა, მათ შორის ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. „ახალ თბილისში“ აღნიშნავენ, რომ აქ მალე სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კლინიკაც გაიხსნება და როცა ყველა საჭირო ობიექტი ერთ კომპლექსში მოექცევა, მათ ბინადრებს სერვისების მისაღებად შორს წასვლა აღარ მოუწევთ.

„ჩვენი მიზანია, მოსახლეობას ყველაფერი ერთ სივრცეში შევთავაზოთ. ვმუშაობთ, რომ კომერციულ ფართებში იყოს კვების ობიექტები. მოლაპარაკება მიმდინარეობს ფიტნეს დარბაზებთან და ბაღებთან. ჩვენი კომპლექსის ბინადარი ერთ სივრცეში მიიღებს ყველაფერს, რაც სჭირდება. რაც მთავარია, აქ ეწყობა გამწვანება, საბავშვო მოედანი, სპორტული მოედანი, გარე და შიდა პარკინგი, რადგან მანქანის გაჩერება დღეს ძალიან რთულია. ეს კი ჩვენთან გათვალისწინებულია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ გარშემო ძალიან აქტიური ზონაა. ეს იქნება სრულიად ახალი უბანი, სრულიად ახალი მიდგომებით. არ გვინდა, ავაშენოთ ცალკეული კორპუსი ტროტუართან, არამედ გვინდა კომპლექსი, რომელსაც ექნება გამწვანება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, პარკინგი, კომერციული და საოფისე სივრცეები, სილამაზის სალონები, კლინიკები და ა.შ.“, - აღნიშნა ანასტასია ტარტინსკაიამ.

პირველი ორი ბლოკის ბინები თითქმის სრულად გაიყიდა. „ახალი თბილისის“ მობინადრეების რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება. ცოტა ხნის წინ, ახალი მობინადრეებისთვის კომპანიამ ღონისძიება გამართა, რომელზეც ქართული წარმოების აქსესუარების, ხილისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. მხიარულმა ყინულის დედოფალმა და სუპერმენმა კი „ახალი თბილისის“ პატარების განწყობაზე იზრუნეს.

ბინებიდან ეზოში ჩამოსულმა პატარებმა მშობლებთან ერთად გემრიელი ტკბილეულიც დააგემოვნეს და ბევრი ითამაშეს. თბილისის ახალ უბანში ყველაფერია იმისთვის, თავი მშვიდად იგრძნო და დრო სასიამოვნოდ გაატარო.

R

როცა შავი თეთრია - რა არის შავი კბილის პასტა და როგორ ათეთრებს ის კბილებს

აჭარა პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

თინათინ ზოიძემ აჭარა ზალცბურგის ევროპის სამიტზე წარადგინა