ავტორი:

ორხევში 82 წლის ნათლიამ ნათლული მოკლა

ორხევში 82 წლის ნათლიამ ნათლული მოკლა

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, მუხაძის ქუჩაზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია