ავტორი:

"ფეისბუქში" შალვა თადუმაძის დიპლომი ვრცელდება - რა ნიშნები ჰყავს მოსამართლეობის კანდიდატს საბოლოო უწყისში

"ფეისბუქში" შალვა თადუმაძის დიპლომი ვრცელდება - რა ნიშნები ჰყავს მოსამართლეობის კანდიდატს საბოლოო უწყისში

"TV პირველი" სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის დიპლომის საბოლოო შეფასების უწყისს აქვეყნებს. საზოგადოება შალვა თადუმაძის დიპლომით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "გამჭვირვალობა საქართველოსა" და სახალხო დამცველის ანარიშში, შესაბამის საკითხთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები გაჩნდა.

საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით და იმიტომ ვერ პოულობთ დიპლომში ამ საგანს, - ასე მიმართა დღეს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძეს იუსტიციის საბჭოში გასაუბრებაზე.

თავდაპირველად, ოთარ კახიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, ვინ ასწავლიდა უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი ლექტორი“.

შემდეგ დეპუტატი ამ საგანში მიღებული ქულითაც დაინტერესდა, რაზეც თადუმაძეს პასუხი არ გაუცია, თუმცა ზოგადად, სხვა საგნებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ 3-იანებიც ჰყავდა.

„3-იანები მყავს, სამწუხაროდ...“ - აღნიშნა თადუმაძემ დიპლომში, ნიშნების ფურცლის გადახედვის შემდეგ.

"დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა, არ ვიცი - რა უპასუხა შალვა თადუმაძემ რომან გოცირიძის კითხვას

"3-იანები მყავს, სამწუხაროდ..." - შალვა თადუმაძის პასუხები დიპლომზე და გასაუბრება იუსტიციის საბჭოში

რატომ არ არის დაზარალებულად ცნობილი მაკო გომური და მიმართა თუ არა მას შეხვედრის თხოვნით პრემიერმა