ავტორი:

ნაცისტური ტყვეობის დროს, თბილისში ველოკომპლექსს  აშენებდა - ვინ იყო ავსტრიელი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოს უნიკალური ნაშრომები დაუტოვა

ნაცისტური ტყვეობის დროს, თბილისში ველოკომპლექსს  აშენებდა - ვინ იყო ავსტრიელი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოს უნიკალური ნაშრომები დაუტოვა

ფერმერი და ეკოლოგი ინგა ბაშიროვი სოციალურ ქსელში საინტერსო პოსტს აქვეყნებს, სადაც ნობელის ლაურეატ ზოოლოგზე, კონრად ლორენცზე ბევრისთვის უცნობ ცნობებს გვაწვდის. კონრად ლორენცი ნაცისტური ტყვეობის პერიოდში საქართველოში ცხოვრობდა. როგორ მოხვდა და რას საქმიანობდა თბილისში მეცნიერი და რა მნიშვენოვან თემეზე მუშაობდა ის, ამის შესახებ ინგა ბაშიროვი გვიყვება:

"ნობელის ლაურეატი, ეთოლოგიის და ზოოფსიქოლოგიის მამა, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა თქვენს ცხოველურ ინსტინქტებზე, ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად აღწერა აგრესია და ამოიცნო მასში რეფლექსი, ხოლო ადამიანში ცხოველი. კონრად ლორენცი - ბევრად გრძელი სახელი აქვს, მაგრამ ამ მოკლე ვარიანტზე შევჯერდეთ. ის უზომოდ იყო შეყვარებული ცხოველებში და ადამიანიც უყვარდა იმის გამო, რომ ის ცხოველია.

ავსტრიაში, ჭაობებში ოთხი წლის ასაკში მან იპოვა თავისი პირველი გარეული იხვის ჭუკი და ძალიან მალე აღმოაჩინა, რომ ჭუკს აქვს რეფლექსური ჩვევა გაჰყვეს ფეხდაფეხ მას, ვისაც ენდობა.

12 წლის ასაკში მან უკვე ბევრი რამ იცოდა ცხოველებისა და ადამიანის ქცევების მიზეზებზე. ასე მაგალითად, ლორენცმა აღწერა, თუ რატომ ტრიალებს საკუთარი კუდის ირგვლივ ძაღლი, სანამ მოეწყობა ძილისთვის. შეგიმჩნევიათ? ლორენცი თვლიდა, რომ ძაღლს ეს რეფლექსი დაუტოვა შორეულმა წინაპარმა, რომელსაც ასე უწევდა მაღალი ბალახის მოთელვა კომფორტული ძილისთვის. ხოლო თანამედროვე ძაღლი ინსტინქტისა და რეფლექსის დონეზე იმეორებს იგივე მოძრაობებს სავარძელზეც კი.

წარმოგიდგენიათ, რას დაწერდა ლორენცი ჩვენზე - ადამიანებზე?!

ახალგაზრდა ავსტრიელი მოიხიბლა ნაციონალ-დემოკრატებით და მოხვდა ნაცისტურ ჯარში, ხოლო 1944 წელს ტყვეობაში. ის გაანაწილეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი თბილისში, სადაც სხვა ტყვეებთან ერთად აშენებდა ახლანდელ უზნაძის ქუჩაზე არსებულ უნიკალურ ველო კომპლექსს. ტყვეობაში აქ საქართველოში, მან მოიშინაურა ცოტა ხნით დედალი მგელი, ტურა და ყველა მოხეტიალე ძაღლი. ზუსტად აქ მან დაიწყო თავისი პირველი მეცნიერული დაკვირვება ცხოველებზე, რამაც მისცა მას უნიკალური საშუალება, შემდგომ ყველაზე კარგად აღეწერა აგრესიის ბუნება.

50-იან წლებში მან დააღწია თავი ტყვეობას, ის დაუბრუნეს სამშობლოს. და აი, ამის შემდეგ სამყაროს ერგო ძალიან ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი. თანამედროვე მეცნიერებაში მან შემოიტანა ორი მცნება: სახეობების შედარებითი ფსიქოლოგია (ეთოლოგია) და ზოოფსიქოლოგია, რის გამოც გახდა უამრავი პრემიის, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი.

მე გამოვყოფდი მის ნაშრომს, სადაც ის აღწერს დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც ცალკე ბიოლოგიურ სახეობას. "ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა" - ასე ჰქვია ამ წიგნს. ის აკრიტიკებს თანამედროვე სამყაროს ბუნებაგამომცდელის პოზიციიდან და ამტკიცებს, რომ დემოგრაფია, ცხოვრების მაღალი ტემპი, თავსმოხვეული კონკურენცია და წარმატება, მოუთმენლობა დისკომფორტის მიმართ, ტრადიციებისგან დაშორება, გენეტიკური გადაშენება, მასმედია და ბირთული იარაღის ჟღარუნი აქცევს ადამიანს ბუნების უსუსურ შეცდომად.

  • ლორენცი 80-ან წლებში წერდა, რომ წარმოუდგენელია დიდ ქალაქში ცხოვრებამ არ გაუჩინოს ადამიანს სტრესი, რომელიც ჩაიწერება მის გენეტიკაში. ის ასევე საუბრობს ველური ბუნების ურბანულ ხელყოფაზე და, სხვათა შორის, აღწერს, რომ ტყვეობაში მას ხვდებოდა ბევრად სტუმარმოყვარე ადამიანები, ვიდრე ნიუ-იორკში, ვინაიდან ის ადამიანები ცხოვრობდნენ ტრადიციის და ბუნების სიახლოვეს. სავარაუდოდ, ეს დაკვირვება ჩვენზეა, ქართველებზე.
  • ლორენცი ასევე იშველიებს მეგაპოლისების აეროფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, საოცრად ჰგავს ონკოლოგიურ უჯრედს.
  • ის ასევე წერს წარმატების გაღმერთების საფრთხეზე, რომელიც აიძულებს ადამიანს მუდამ ეჯიბრებოდეს საკუთარ თავს და მასმედიაზე, რომელიც აკარგვინებს ადამიანს კრიტიკული აზროვნების უნარს, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს თავად.
  • ის წერდა, რომ კომფორტი კლავს ადამიანის გენეტიკურ იმუნიტეტს.

ახლა 2019 წლის მიწურულს მისი ნაწერი შეიძლება აღიქვა, როგორც წინასწარმეტველება. მოკლედ, გამიგრძელდა. ვინც დღემდე არ იცნობდით - იცნობდეთ კონრად ლორენცი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მის წიგნებს თარგმნიან ქართულად".

"ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა..." - გრიგოლ გეგელია დაქორწინდა

"არ დაიჯეროთ, რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს" - მოდელი რუსა ჩაჩუა იდეალური გარეგნობის საიდუმლოს ამხელს

"დღეში 15 ლარამდე გამომდის" - მარტოხელა დედა თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს