ავტორი:

თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს რა თქმა უნდა, დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს

თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს რა თქმა უნდა, დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აკაკი ზოიძემ საპენსიო სააგენტოს მუშაობა დადებითად შეაფასა. ისაუბრა საინვესტიციო საბჭოზე და აღნიშნა, რომ საბჭო საერთაშორისო რანგის ფინანსისტებით, იურისტებით, მენეჯერებით და დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს აქვთ მოსაზრებები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. "მათ ჰქონდათ კონკრეტული წინადადებები გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გაუადვილებდათ მათ საინვესტიციო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ შედეგების მისაღწევად, რაც დაგეგმილი გვაქვს. მათ შორის არის სამუშაო ადგილების შექმნა. თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს რა თქმა უნდა, დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს.“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ სამედიცინო სფეროს „ბიოპრონ 9 პრემიუმი” წარუდგინა

მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან

ლუდსახარში „არგოს“ 40%-ის მფლობელი „Royal Swinkels Family Brewers“ გახდა