ავტორი:

მოსამართლე ზაზა თავაძეს საკუთარი სიტყვები თომას ჯეფერსონის ეგონა

მოსამართლე ზაზა თავაძეს საკუთარი სიტყვები თომას ჯეფერსონის ეგონა

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს უსმენენ, პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ ზაზა თავაძის მიერ დაწერილი მოხსენება წაიკითხა და ზაზა თავაძეს ჰკითხა, თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული სიტყვები, რაზეც თავაძემ უპასუხა, რომ ეს სიტყვები თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ეს სიტყვები ჯეფერსონს კი არა, თავად ზაზა თავაძეს ეკუთვნოდა, ამას დეპუტატებისა და თავად ზაზა თავაძის მხრიდან სიცილი მოჰყვა. .

"ტექსტს წაგიკითხავთ - „პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი საციცოხლოდ მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა, თითოეული ადამიანი საკუთარი განსხვავებული შეხედულებებითა და ღირებულებებით თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამოირიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებისა თუ ღირებულების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე, თუმცა იმისთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც პირველ რიგში, მისი არსებობის საშუალებას იძლევა". ხომ არ იცით, ვინ არის ამ ტექსტის ავტორი? ხომ არ გეცნობათ?"! - მიმართა მშვენიერაძემ ზაზა თავაძეს, რაზეც თავაძემ უპასუხა: "თომას ჯეფერსონი?!“.

„არა, თქვენ ხართ, ბატონო ზაზა, მომხსენებელი, როცა მოსამართლე იყავით ამ საქმის“, - აღნიშნა მშვენიერაძემ, რასაც სხდომათა დარბაზში დეპუტატების და თავად ზაზა თავაძის მხრიდან სიცილი მოჰყვა.

„ვის შევადარე თავი. ძაან მომეწონა. ამერიკის მესამე პრეზინდენტად ყოფნის საშუალება არ მექნება, თუ რა თქმა უნდა, თქვენ არ გადაწყვეტთ დადებითად“,- აღნიშნა თავაძემ, რასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: „თუმცა, მთავარია ციტირებენ თქვენს გამონათვამებს. ფაქტი ესაა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

ჩხუბი პარლამენტში - გიგა ბოკერიას და სიმონ ნოზაძის დაპირისპირებისას მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო

გიორგი გახარია - შატილში ახალი სკოლა აშენდება