ავტორი:

ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს, გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვიც არის - სირიაში კვლავ საბრძოლო მოქმედებებია

ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს, გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვიც არის - სირიაში კვლავ საბრძოლო მოქმედებებია

ჩრდილოეთ სირიიდან ათობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლს ტოვებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქებს რას ალ-აინსა და ტალ აბაიადს თურქულმა ჯარმა ალყა შემოარტყა. ქალაქებში ქურთები არიან გამაგრებული. ჰუმანიტარული ორგანიზაციები შიშობენ, რომ დასახლებებს მალე ასობით ათასი ადამიანი დატოვებს.

მსოფლიო ლიდერები მოუწოდებენ თურქეთს, თავდასხმა შეაჩეროს. თავად თურქეთი კი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანია ტერიტორია ქურთული მილიციისგან გაიწმინდოს და შეიქმნას „უსაფრთხო ზონა“, სადაც სირიელი ლტოლვილები განსახლდებიან.

Civilians all over the border of #Syria #Turkey in Kobane, Tal Abyad, Sarekaniye, Qamislo, Derik, Darbasiyê are scared and a wave of displacement started. pic.twitter.com/yczxawXotz
— Coordination & Military Ops Center - SDF (@cmoc_sdf) October 9, 2019

თურქეთი სირიის დემოკრატიული ძალების ქურთულ მილიციას ტერორისტებად განიხილავს. სირიის დემოკრატიული ძალები აშშ-ს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეიარაღებული თავდასხმა თურქეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ სირიიდან ჯარების გაყვანა გადაწყვიტა. ტრამპის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ქურთებმა - შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ამერიკამ ისინი მიატოვა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ამბობს, რომ მათ თურქეთის თავდასხმისთვის „მწვანე შუქი“ არ აუნთიათ.

პრეზიდენტი ტრამპი კი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატებს სამი არჩევანი აქვს:

„ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით ან თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები. მესამე არჩევანი ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიაციაა“, - წერს ტრამპი "ტვიტერზე".

....We have one of three choices: Send in thousands of troops and win Militarily, hit Turkey very hard Financially and with Sanctions, or mediate a deal between Turkey and the Kurds!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 10, 2019

საერთაშორისო საზოგადოება უამრავი დაპატიმრებული ჯიჰადისტის ბედზეც ფიქრობს, რომლებსაც რეგიონში ქურდები იცავენ. „ევრონიუსი“ წერს, რომ სამხედრო დაპირისპირების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ხელახლა აღმოცენების საფრთხე დგება. ქურთული სამხედრო ძალების ინფორმაციით, თურქეთის ავიადარტმის შედეგად ჭურვი მოხვდა ციხეს, სადაც დაკავებული ჯიჰადისტები არიან მოთავსებული.

„ციხეებზე თავდასხმა კატასტროფულ შედეგს მოიტანს, რომელსაც, შესაძლოა, მსოფლიო ვეღარ გაუმკლავდეს,“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის International Rescue Committee განცხადებით, სახლები უკვე დატოვა 64 ათასმა ადამიანმა.

„თუ ბრძოლები გაგრძელდება, შესაძლოა, რიცხვი 300 ათასამდე გაიზარდოს. ეს მოქალაქეები კი იძულებულები იქნებიან, თავი შეაფარონ ბანაკებსა და ქალაქებს, სადაც ისედაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს,“ - ამბობენ ორგანიზაციაში.

სევინაზი, რომელიც ქალაქ რას ალ-აინის მცხოვრებია, „ბიბისისთან“ ამბობს, რომ შესაძლოა, სახლში დაბრუნება ვეღარასოდეს შეძლოს.

„ქალაქიდან გამოსული ვარ, ავადმყოფ დედას ვუვლი. ჩემი ძმა ქალაქშია. მითხრეს, რომ ჩემი ბიძაშვილი, სავარაუდოდ, აწამეს. უსაფრთხო ადგილი აღარსად არის... ალბათ, ჩემი ქალაქი უკანასკნელად ვნახე...“ - აცხადებს სევინაზი.

თურქეთის სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალედან ქურთების მიერ კონტროლირებადი ქალაქების თავზე კვამლის სვეტები ჩანს. თურქეთის მიერ განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, “სირიის დემოკრატიული ძალების“ მხრიდან თურქეთის ქალაქების დაბომბვას კი 6 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 9 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ქურთულ ქალაქებში უფროსებთან ერთად ბავშვებიც არიან.

Random #Turkish airstrikes are targeting innocent civilians and children in #Kurdish cities adjacent to the #Syria/Turkey border in NE Syria. pic.twitter.com/YyS4XevuGk
— Coordination & Military Ops Center - SDF (@cmoc_sdf) October 10, 2019

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! ისტორია სატანად შეგრაცხავს" - დონალდ ტრამპის ეს წერილი ერდოღანმა სანაგვეში მოისროლა

ბრექსითის შეთანხმება მიღწეულია

როდის შეძლებს რუსული ავიაკომპანია S7 ქუთაისის მიმართულებით ფრენების დაწყებას - "როსავიაციის" განმარტება