ავტორი:

ჯანდაცვის პიარში 73, თავდაცვაში კი - 51 ადამიანი მუშაობს - რომელი სამინისტრო რამდენს უხდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს

ჯანდაცვის პიარში 73, თავდაცვაში კი - 51 ადამიანი მუშაობს - რომელი სამინისტრო რამდენს უხდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელისუფლების პიარსამსახურების ხარჯებთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში მოცემულია 194 უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია.

"არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა. ვინაიდან ცალკეული უწყების ინფორმაცია გვაკლია ან მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, შესაძლოა, მონაცემებში იყოს მცირე ცდომილება, მაგრამ ეს საერთო ტენდენციაზე გავლენას ვერ ახდენს" - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი.

2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1037.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული ასე გამოიყურება:

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გაეცანით ვრცლად კვლევას

კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

ჩხუბი პარლამენტში - გიგა ბოკერიას და სიმონ ნოზაძის დაპირისპირებისას მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო

გიორგი გახარია - შატილში ახალი სკოლა აშენდება