ავტორი:

France 24 - საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან

France 24 - საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები არიან

"France24"-ის ცნობით, გასულ წერს საფრანგეთს 7 000-მა ქართველმა თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაც სირიელ და ერაყელ თავშესაფრის მაძიებლებს აღემატება. გამოცემა, მოთხოვნის ზრდას, თავშესაფრის მაძიებელთათვის უფასო მკურნალობას უკავშირებს.

„ქუთაისის აეროპორტში ყველა ფრენა პარიზის მიმართულებით, ბოლომდე დაჯავშნილია. ბევრი ტურისტია, მაგრამ არა ყველა. ამის დადგენას ფრანგი ემიგრაციის ოფიცრები ცდილობენ“, - აცხადებს ჟურნალისტი.

ადგილობრივი ზაზა რუსტაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მკურნალობისთვის 5 000 ევრო სჭირდებოდა, რისი გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა. ამიტომ, მისი თქმით, მან საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, განაცხადა რა, რომ მის სოცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემურებოდა. „ჩვენც რომ ასეთივე ჯანდაცვის სისტემა გვქონდეს და ხალხს ასე არ უჭირდეს, საფრანგეთს არ მივმართავდით“, -აცხადებს რუსტაშვილი.

შეგახსენებთ, საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, საქართველოს აეროპორტებში საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც მუშაობენ, ხოლო საფრანგეთის აეროპორტებში საქართველოს საემიგრაციო სამსახურია წარმოდგენილი.

კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

ჩხუბი პარლამენტში - გიგა ბოკერიას და სიმონ ნოზაძის დაპირისპირებისას მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო

გიორგი გახარია - შატილში ახალი სკოლა აშენდება