ავტორი:

"პრემიერის ნათქვამი, რომ სასულიერო პირებს გარეჯში ყველა მონასტრამდე მისვლა შეეძლებოდათ, ზუსტი არ არის"

"პრემიერის ნათქვამი, რომ სასულიერო პირებს გარეჯში ყველა მონასტრამდე მისვლა შეეძლებოდათ, ზუსტი არ არის"

თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი.

„აქამდე, ვთქვათ, პირადად მე ავდიოდი აღდგომის ტაძართან, მაგრამ სხვა სასულიერო პირები ვერ ადიოდნენ. შეიცვალა ის, რომ აღდგომის ტაძართან, რომელიც არის დაახლოებით მოშორებული უდაბნოს მონასტრიდან 100 მეტრით, ცალკე გორაკზე დგას, იქ სასულიერო პირი უკვე მივა, მაგრამ უდაბნოს მონასტერი, როგორც დაკეტილი იყო მთლიანად, ისეა დაკეტილი დღესაც. ამ მხრივ რეალობა არ შეცვლილა. ჩიჩხიტურზე საერთოდ, საუბარიც არ არის. თუ რაიმე შეიცვალა, არის ის, რომ მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია ავიდეს აღდგომის ტაძართან, მივიდეს და წამოვიდეს. მაგალითად, დასავლეთ კედელს თვლიან, რომ თავის მხარეზეა და დასავლეთ კედელთან წრეს ვერ შემოვუვლით ტაძარს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ არ არის ზუსტი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ სასულიერო პირებს დავით გარეჯის სამონასტრო ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძართან მისვლა შეეძლებოდათ.

„ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი. მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის ტაძართან ხდება სასულიერო პირების მისვლა“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.

ცნობისთვის, ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნებოდა.

"საქართველოში კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" - ბიძინა კულუმბეგოვი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება

"თუ ტაქსის მძღოლების მხრიდან ცუდ ქცევას არ ექნება ადგილი, შესაძლოა, 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნას" - ნათია მეზვრიშვილი