ავტორი:

"ჩემი ქმრის შეყვარებული ჩემი საუკეთესო მეგობარია" - მწერალი პოლიამორული ოჯახის შესახებ გულწრფელად საუბრობს

"ჩემი ქმრის შეყვარებული ჩემი საუკეთესო მეგობარია" - მწერალი პოლიამორული ოჯახის შესახებ გულწრფელად საუბრობს

გამოცემა Huffington Post მოწვეული მწერლის, კეტი ტესტრომის ბლოგს აქვეყნებს, სადაც ავტორი საკუთარი პოლიამორული ცხოვრების შესახებ წერს. ტესტრომი სამართალმცოდნეა, მწერალი. ის ამბობს, რომ მეორე ქალის გამოჩენა ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემა არცერთ ეტაპზე არ ყოფილა.

„ჩემმა ქმარმა მასთან შეხვედრები დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მე და ელიზაბეტი საუკეთესო მეგობრები გავხდით. მონოგამი არასოდეს ვყოფილვარ და ყველა ჩემი ურთიერთობა ღია იყო. ჩემი ქმარი არაბინარულია (ქოლგა ტერმინი, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში), ამასთან - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. ერთმანეთს 8 წლის წინ შევხვდით და მაშინვე მიხვდა, რომ დიდი ხნით მონოგამია ჩემთვის მისაღები არ იქნებოდა.

შეხვედრიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ დავქორწინდით. მას სამი შვილი ჰყავდა. ჩვენ, ხუთივე არაჩვეულებრივად ვგრძნობდით თავს და ვიცოდით, რომ დიდხანს ვიქნებოდით ერთად.

ქორწინების დასაწყისში, როდესაც ახალ სტატუსს ვეგუებოდით, გადავწყვიტეთ, ოჯახზე ვყოფილიყავით ფოკუსირებულები. შევთანხმდით, რომ მონოგამური ურთიერთობა გვექნებოდა, თუმცა ორივეს გვესმოდა, რომ ვქმნიდით საფუძველს, ჩვენი კავშირი მოგვიანებით ღია გამხდარიყო.

პერიოდულად, დასასვენებლად როდესაც მივდიოდით, სხვებთანაც ვაბამდით ურთიერთობებს, თუმცა ამაზე შორს საქმე არ წასულა.

დაქორწინებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი შვილი შეგვეძინა, ამან კი ოჯახს მიღმა სხვებთან შეხვედრებისთვის დრო და ენერგია სრულებით აღარ დაგვიტოვა. ოთხი შვილის, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების და სხვა მიზეზების გამო ურთიერთობა მონოგამურად იქცა. საბედნიეროდ, ბავშვები იზრდებიან და ნაკლებ დროს ითხოვენ ჩვენგან, ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში მეტი დრო გვაქვს სხვებთან შეხვედრებისთვის.

ძნელია, ჩვენი გაიგონ, როდესაც არ გვიცნობენ. მე და ჩემი პარტნიორი სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ. ის მოსიყვარულეა, სულ ცდილობს, საკუთარი გრძნობები გამოხატოს. მე კი მარტოობა მიყვარს.

ერთი წლის წინ ჩემმა ქმარმა „ტინდერზე“ ელიზაბეტი გაიცნო და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ შეეძლო შეხვედროდა ადამიანს, ვისთანაც ახლო კავშირს იგრძნობდა. პოლიამორია მისთვის შედარებით სიახლე იყო. მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და უამრავი საერთოც გვაქვს, თუმცა როგორც ყველა სხვა წყვილს, არ შეგვიძლია ერთმანეთის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ აუცილებელი იყო მოეძებნა ვინმე, ვისთანაც ის საერთო ინტერესები ექნებოდა, რაც ჩემთან ვერ აღმოაჩინა. თუ მას სხვასთან ექნება სექსი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენს ურთიერთობასთან და გრძნობებთან კავშირი არ აქვს. ბევრი ვერ გაიგებს ამას, თუმცა ჩვენი ცხოვრებით ორივე ბედნიერი ვართ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელიზაბეტი ჩვენი ოჯახის ნაწილი გახდა და ის ჩემთვის დასავით არის. ჩვენ მსგავსად, ისიც ქვიარია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ამიტომ ჩვენი კარგად ესმის.

ელიზაბეტი მოგვიანებით ჩვენმა შვილებმაც გაიცნეს, მათ იციან, რომ პოლიამორული ოჯახი გვაქვს. ჩემსა და ელიზაბეტს შორის რომანტიკული ურთიერთობა არ არის. ის ხშირად რჩება ჩვენს სახლში.

ჩემი ქმრის შეყვარებული ძალიან მიყვარს, თუმცა ხან ვეჭვიანობ. ხდება ხოლმე, როდესაც ისინი მაშინ არიან ერთად, როდესაც მე მინდა ქმართან ერთად ვიყო, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.

როგორც ყველა სხვა ურთიერთობაში, კონფლიქტი ჩვენ შორისაც ხდება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელიზაბეტი ჩვენს სახლში დიდი ხნის განმავლობაში რჩება და მშობლის როლს ირგებს ბავშვებთან, თუმცა ვმუშაობთ საკუთარ თავზე და ერთმანეთთან, რომ დაძაბულობა იშვიათად ვიგრძნოთ.

საერთოდ არ მაინტერესებს სხვა ადამიანების ცხოვრება და არც ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე. შესაძლოა, პოლიამორია თქვენთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა,“ - წერს კეტი ტესტრომი.

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს

"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ