ავტორი:

"ჯიშკარიანს არ უნდოდა, ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო" - ადვოკატი საავადმყოფოდან პირდაპირ ეთერში ჩართვის შესახებ

"ჯიშკარიანს არ უნდოდა, ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო" - ადვოკატი საავადმყოფოდან პირდაპირ ეთერში ჩართვის შესახებ

ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, მაშინ სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? - ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატი აღნიშნულით იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც საავადმყოფოდან ილია ჯიშკარიანის "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ჩართვას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ გუშინვე, დაზარალებულის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ განაცხადა, რომ ჯიშკარიანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ფეხზე იდგა.

„ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც ეს საზოგადოებამ ნახა. დღის ბოლოს, მისი მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა გადაცემაზე უარი ეთქვა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გადაცემის ანონსი გასული იყო და გუნდისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, უარი არ თქვა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? ამბობდა, ახლა შემიძლია და ვიდგებიო. თუ გვინდოდა, ჯიშკარიანის მომაკვდავი მდგომარეობა გადმოგვეცა, ჩვენს მიერვე ჩაწერილ ვიდეოს რატომ გავავრცელებდით?“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმისთან დაკავშირებით, დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს პერიოდულად გაასაჯაროვებს და რომ, დღეიდან ინტენსიური მუშაობა დაიწყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რასაც ბრალდების მხარეს გადასაცემს.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ახალი გარემოება, რაც მან საქმის მასალებში ნახა, თამთა თოდაძის მიერ ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაციაა. ადვოკატის განმარტებით, დაზარალებული თავისსავე ჩვენებაში ამბობს, რომ კომპიუტერის მონიტორი თავისი მაგიდიდან თავადვე გადააგდო.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ჩემპიონთა ლიგისთვის ჩასული გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს, მან ღამე აეროპორტში გაათენა - "ამ სკამზე ეძინა..."

"მამაოები ჩამოვიდნენ ნასვამები იყვნენ, მრევლის ჩამოვიდა.. იყო ხელით გაწევ-გამოწევაც" - რას ჰყვება ივერი მელაშვილი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე?

"თუ 60-70% იქნება ვაქცინირებული, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები" - ამირან გამყრელიძე