ავტორი:

მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დატოვა

მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დატოვა

მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება გუშინ, 11 ოქტომბერს დატოვა, ინფორმაციას On.ge ავრცელებს. მისი ცოლის თქმით, თოდუას ელექტროსამაჯური ეკეთება.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა.

მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა.

ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის