ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ცხოველები გვყავთ და რა არის ტოქსოპლაზმოზი, რომელიც შესაძლოა კატასთან კონტაქტმა გამოიწვიოს - პედიატრის რჩევები

რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში ცხოველები გვყავთ და რა არის ტოქსოპლაზმოზი, რომელიც შესაძლოა კატასთან კონტაქტმა გამოიწვიოს - პედიატრის რჩევები

ხშირად მომისმენია პოლემიკა იმის შესახებ, უნდა ჰყავდეთ თუ არა შინაური ცხოველები სახლში, სადაც ბავშვები არიან; მავნებელია თუ არა ეს პატარების ჯანმრთელობისთვის და არიან თუ არა შინაური ცხოველები ზიანის მომტანები. პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა პატარებს და როგორ ავიცილოთ თავიდან მათთან კონტაქტით რიგი დაავადებები.

- ბევრი ადამიანი ამ გატაცებას სისულელედ მიიჩნევს, ბევრიც - ახირებად, ზოგს კი ვერ გაუგია, ზედმეტად დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ როგორ შეიძლება ოთხფეხა მეგობრების მოვლაც მოახერხო. პატარა პაციენტების მშობლები ხშირად მეკითხებიან, აჩუქონ თუ არა შვილებს შინაური ცხოველი, ხომ არ არის ეს საშიში მათი ჯანმრთელობისათვის. ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია. საფიქრალი და ასაწონ-დასაწონი მართლაც ბევრია.

- პირველ რიგში, რა უნდა გავითვალისწინოთ?

- უსაფრთხოება უნდა დავიცვათ, მაგრამ თუ ამ წესების ზედმიწევნით დაცვას ვერ შევძლებთ, ცხოველი შინ არც უნდა მივიყვანოთ. მან შესაძლოა, დაკაწროს ან დაჰკბინოს პატარა. ზოგს შეიძლება ალერგია გამოუვლინდეს ცხოველის ნერწყვზე, ქერცლსა და ორგანულ გამონაყოფებზე, მაშინ ცხოველის სახლში ყოლა ყოვლად დაუშვებელია. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებად ალერგიულია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი. სხვათა შორის, ალერგიის შემთხვევაში საფრთხეს მამრი ცხოველები უფრო ქმნიან, ვიდრე მდედრები. უნდა გქონდეთ ინფორმაცია ზოონოზური დაავადებების შესახებაც - ეს არის ინფექციები და ჭიებით ინვაზია, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ხდება ჰიგიენური წესების სრულფასოვნად დაცვა და ცხოველის სათანადოდ მოვლა. ამიტომაც, სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, შეძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, ცხოველისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე თქვენ გეკისრებათ. სჯობს წინასწარ გაესაუბროთ ექიმსაც, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია.

- კიდევ რას ურჩევდით მშობლებს?

- კარგი იქნება, თუ ცხოველს ვეტერინარს შეამოწმებინებთ და დარწმუნდებით, რომ ის ჯანმრთელია; თუ სისტემატურად ჩაუტარებთ საჭირო აცრებს და გამოცხადდებით ვეტერინართან წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით; ასევე, თუ სისტემატურად დაამუშავებთ ჭიებსა და გარეგან პარაზიტებზე. ბავშვი ცხოველთან უმეთვალყურეოდ არ უნდა დატოვოთ. ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და წვრილი სათამაშოები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისათვის. კარგია, თუკი ავადმყოფი ცხოველი გამოჯანმრთელებამდე ბავშვისგან იზოლირებული იქნება. პატარამ კი უნდა იცოდეს, რომ ცხოველთან და მის კუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ, ხელების დაბანა აუცილებელია. მისი საკვები და სათამაშოები განცალკევებულად უნდა შეინახოთ...თუ შინ ორსული გყავთ, ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოს ისეთ კატას, რომელიც დღის ნაწილს გარეთ ატარებს.

- ბარემ ისიც გვითხარით, რა არის ტოქსოპლაზმოზი და რა იწვევს მას, მხოლოდ კატები არიან ამაში დამნაშავენი?

- ტოქსოპლაზმოზი არის თOღჩ კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ინფექციური დაავადება. უმეტესწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობასაც არ მოითხოვს, მაგრამ ეს ინფექცია თუ ორსულს დაემართა, შესაძლოა, სერიოზული გართულებების მიზეზადაც კი იქცეს. ტოქსოპლაზმოზს იწვევს უჯრედშიდა პარაზიტი, რომლის საბოლოო მასპინძელი კატაა. კატა თაგვებისგან, ვირთხებისა და ფრინველებისგან ინფიცირდება, ფეკალიებთან ერთად გამოყოფს გამომწვევებს, რომელთა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ტოქსოპლაზმოზი ვითარდება. დაავადება უმეტესობას განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს, მაგრამ ორსულის ტოქსოპლაზმით ინფიცირებამ შესაძლოა, ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება, უმეტესად, კატასთან კონტაქტისას. ასევე, ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნებაც. ინფიცირება ხდება სისხლის გზით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ...წაიკითხეთ სრულად

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის