ავტორი:

170 წლის მეგრული ოდა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს - "სახლში სტუმრად იაკობ გოგებაშვილიც ყოფილა..."

170 წლის მეგრული ოდა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს - "სახლში სტუმრად იაკობ გოგებაშვილიც ყოფილა..."

ჩხოროწყუში, სოფელ ახუთში მდებარე კუხალაშვილების ოდა არსებობის 170 წელზე მეტს ითვლის. ხის უძველეს სახლს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. თუ საიდან იწყება დროსთან მებრძოლი კუხალაშვილების ოდის ისტორია, ამის შესახებ shin.ge-ს სახლის მეაპტრონე ზურაბ კუხალაშვილი თავად უყვება.

- ეს ეზო-კარი, რომელიც ახლა მნახველების განცვიფრებას იწვევს, მღვდელს - დავით პაპასკირს ეკუთვნოდა. მას სახლი თავის დროზე დადიანების ერთ-ერთი შტოსგან შეუძენია, დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. თავად დადიანებმა როდის ააგეს ეს სახლი ახუთში, სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

- კუხალაშვილებთან რა კავშირი აქვს სახლს?

- დავით პაპასკირს ჰყავდა ორი ვაჟი, გიორგი და ანტონი. ანტონი იყო ძალიან დიდი პიროვნება. იგი გახლდათ ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი და მის გაზეთშიც აქტიურად აქვეყნებდა წერილებს. ანტონს ჰყავდა 4 ქალიშვილი. ამ ოთხი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, მავრა, გათხოვდა ამბროსი კუხალაშვილზე, რომელიც პაპასკირებს ჩაესიძა. ამბროსი ხონიდან გახლდათ, მისი შთამომავალი, შვილიშვილი ვარ მე და ამ ოდა სახლს დღემდე ჩვენ ვპატრონობთ. მამაჩემს სახლის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ზუგდიდში არსებული კომბინატის ქარხნის მთავარი ინჟინერი და სტალინური პრემიის ლაურეატი გახლდათ.

- სახლი რა მასალისგან არის აშენებული, ამდენ ხანს რომ გაძლო?

- წაბლის, თელის, წიფლის და მუხის მასალისგან არის აგებული. ოთხი ოთახისგან შედგება. თითოეულ ოთახში ბუხარია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები გვპირდებიან სახლის გადახურვას. ახლა გადახურული არის შიფერით, მაგრამ ავთენტური არ არის. უნდა გადაიხუროს ან კრამიტით, ან ყავარით... ამ სახლის მოვლა და შენარჩუნება ადვილი არ იყო. ახლა ოდაში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მას უვლის. მისი მიტოვება არ შეიძლება...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის