ავტორი:

ანა ჩირაძე და კოტე თედელური დაქორწინდნენ - "ასე უცებ გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს"

ანა ჩირაძე და კოტე თედელური დაქორწინდნენ - "ასე უცებ გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს"

მსახიობი ანა ჩირაძე და შეფი კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ.

ფოტოებს "ფეისბუქზე" ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს.

"აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ვულოცავ წყვილს," - წერს ჩანადირი.

„მასტერშეფის“ ჟიურის ექსტრავაგანტული წევრი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი წლებია ერთმანეთს ხვდებიან და ახლა ურთიერთობის გაოფიციალურება გადაწყვიტეს.

ორივეს პირველი ქორწინებებიდან შვილები ჰყავს - ანის ქალიშვილი, კონსტანტინეს - ვაჟი.