ავტორი:

"თბილისში საგზაო ნიშნებს საერთოდ არ ცნობენ, აქ თავი უნდა გადაირჩინო" - ირლანდიელი ჟურნალისტი საქართველოზე

"თბილისში საგზაო ნიშნებს საერთოდ არ ცნობენ, აქ თავი უნდა გადაირჩინო" - ირლანდიელი ჟურნალისტი საქართველოზე

ირლანდიელი სპორტის მიმომხილველი გევინ კუნი, რომელიც საქართველოსა და მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებისთვის თბილისში ჩამოვიდა, საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ პორტალზე The 42 წერს. ჟურნალისტი გაოგნებულია ქართული სატრანსპორტო მოძრაობით და ამბობს, რომ თბილისში „თავი უნდა გადაირჩინო, საგზაო ნიშნები კი აქ უმნიშვნელოდ მიიჩნევა“. სატრანსპორტო ქაოსის მიუხედავად, გევინ კუნი თბილისით მოხიბლულია.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებისთვის 2003 წლის შემდეგ ეს რიგით მესამე შეხვედრა იყო. კუნის განცხადებით, რომ ირლანდიელი ჟურნალისტები თბილისს იმდენად ხშირად სტუმრობენ, რომ მათი ლეპტოპები სტადიონის ინტერნეტს ავტომატურად უკავშირდება, რადგან პაროლები დამახსოვრებულია.

„ევროპული სტანდარტებით თბილისი ღარიბი ქალაქია და ირლანდიელი ვიზიტორისთვის ძალიან იაფი. საუკეთესო კერძის მირთმევა აქ 15 ევროზე ძვირი არ ღირს, სასმელი კი - ჭიქა დაახლოებით 1 ევრო,“ - წერს მიმომხილველი.

იმის გამო, რომ ალკოჰოლი ძალიან იაფი ღირს, კუნი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ირლანდიელმა თაყვანისმცემლებმა თბილისში „ზედმეტად“ მოილხინეს.

„საუკეთესო კერძები თბილისში ერთ პატარა რესტორანში გავსინჯე - „ბარბარესთან“ ბაქოს ქუჩაზე მდებარეობს და ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის კულინარიის წიგნის რეცეპტების მიხედვით მზადდება, რომელიც ბარბარე ჯორჯაძემ შეადგინა,“ - აღნიშნავს ირლანდიელი და ამბობს, რომ თბილისი ძალიან მომხიბვლელი ადგილია.

საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - მატჩი ანგარიშით 0:1 დასრულდა

"კალაძისგან ამას არ ველოდი" - საქართველო-მაკედონიის მატჩს, რომელსაც გულშემატკივარი ვერ ესწრება, კახა კალაძე, შვილთან ერთად და ლევან კობიაშვილი ესწრებიან

"ვეღარ გაუძლო გულმა, ბევრის გადამტანმა გულმა..." - პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა