ავტორი:

"ტიროდა, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო..." - ვინ იყო ხაშურში გარდაცვლილი ორსული, რომელსაც 4 შვილი დარჩა

"ტიროდა, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო..." - ვინ იყო ხაშურში გარდაცვლილი ორსული, რომელსაც 4 შვილი დარჩა

შპს "ახალი კლინიკის" დირექტორი, კახა ხელაძე ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველად მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი დაღუპვის მიზეზი მედპერსონალის მხრიდან "მათი მდგომარეობის შეფასებისა და გადაწყვეტილების ნაწილში გადაცდომა იყო".

კახა ხელაძის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს როგორც კლინიკის შიდა სამსახურის მხრიდან, ისე სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხრიდან, თუმცა საბოლოო დასკვნამდე, იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც აღნიშულ პროცესში მონაწილეობდა, სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუწყდება. როგორც მან აღნიშნა, მედპერსონალმა, რისკების შეფასების დროს, იჩქარა გადაწყვეტილების მიღება.

"ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას.

ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას - ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა. გარდა ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახურისა, ამ ფაქტს სწავლობს სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და დაველოდებით მათ საბოლოო დასკვნებსაც, თუმცა დასკვნებამდე უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნულ პერსონალს სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუჩერდეთ. საქმიანობა შეუჩერდება უშუალოდ იმ ექიმს, რომელმაც პროცესში მიიღო მონაწილეობა და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების ფაქტს მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმაურებიან. როგორც გარდაცვლილი ქალის დედა აცხადებს, სამედიცინო პერსონალი მისი შვილის მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა, მას არ მიაქციეს სათანადო ყურადღება.

„სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვანა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ცნობისთვის, ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ. გარდაცვლილი ქალი ინგა კაკიაშვილია. აღნიშნული ორსულობა მისთვის მეხუთე იყო.

ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სპეციალისტები იწყებენ ვიზიტებს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე

როგორია აეროპორტში შემოწმებული მგზავრების მონაცემები - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი

თქვა თუ არა უარი სასწრაფოს ექიმების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება