ავტორი:

კახა ცისკარიძემ სომეხ მსახიობზე იქორწინა? - რას ამბობს მუსიკოსი რუსულ პრესაში გავრცელებულ ამბავზე

კახა ცისკარიძემ სომეხ მსახიობზე იქორწინა? - რას ამბობს მუსიკოსი რუსულ პრესაში გავრცელებულ ამბავზე

ცნობილი ქართველი მუსიკოსი კახა ცისკარიძე იგივე კახაბერი, რუსული ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. იქაური მედიის ცნობით, კახაბერმა ერთი წლის წინ, Comedy Woman-ის მსახიობზე ნატალია ეპრიკიანზე იქორწინა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, ხოლო საჯაროდ ერთად ერთი წლის წინ ერევანში, Comedy Woman-ის ფესტივალზე გამოჩნდნენ.

თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, ისინი ბათუმში ცხოვრობენ და უფრო მეტიც, საერთო შვილის მოლოდინში არიან. ჭორები ეპრიკიანის ორსულობის შესახებ ერთმა ფოტომ გააჩინა, რომელიც მისმა მეგობარმა ეკატერინა ვარნავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მას მოზრდილი მუცელი აქვს.

როგორც ჩანს, გრძნობებს აღარც თავად ნატალია ეპრიკიანი მალავს, რადგან ინსტაგრამის პირად გვერდზე კახაბერთან გადაღებული არაერთი ფოტო უდევს. სოციალური ქსელის გამომწერების ნაწილი წერს, რომ ისინი მამა-შვილს ჰგვანან, თუმცა ნაწილი კახაბერის მუსიკით და გარეგნობით მოხიბლულია.

ნატალია ეპრიკიანი 1978 წელს თბილისელი სომხების ოჯახში დაიბადა. ის ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა 14 წლის ასაკში საქართველოს დატოვება მოუხდა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

ეპრიკიანის ოჯახმა რუსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიიღო. ნატალიამ რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიით მათემატიკოს-ეკონომისტია.

2006 წელს ნატალიამ იუმორისტული პროექტი Made in Woman შექმნა, რომელიც "ტე ენ ტე"-ს არხზე 2008 წლის 21 ნოემბერს გავიდა და სახელიც შეეცვალა. სწორედ ეთერში გასვლისას ეწოდა პროექტს Comedy Woman. ნატალიას ჰყავს ძმა გარიკა, რომელიც მუსიკოსია.

რაც შეეხება კახაბერს, ის ცნობილი ქართველი მუსიკოსია, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში თავდაპირველად კახუჩელას სახელით გამოჩნდა. წარსულში დაქორწინებული იყო მირანდა ბაქრაძეზე, წყვილს შვილიც ჰყავთ, თუმცა როგორც ჩანს, ოჯახი დაინგრა.

რამდენიმე წლის წინ, კახუჩელამ სასცენო ფსევდონიმი შეიცვალა და კახაბერი გახდა. სტეფანე მღებრიშვილთან ერთად ჰქონდა საპროდიუსერო კომპანია "არტ ფორუმი", შემდეგ კი საკუთარი ჯგუფი "კახაბერი და ხანუმები" ჩამოაყალიბა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. მუსიკის პარალელურად, ის დიზაინერობითაც არის დაკავებული და მაისურების საკუთარი ხაზი აქვს.

AMBEBI.GE ეპრიკიანთან ურთიერთობის შესახებ ჭორების გადასამოწმებლად კახაბერს დაუკავშირდა. პირად ცხოვრებაზე საუბარი მუსიკოსმა არ ისურვა და არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.

რაც შეეხება რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, კახაბერმა თქვა, რომ მისი და ნატალია ეპრიკიანის ურთიერთობაზე პრესაში არასწორი ინფორმაცია იწერება.

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"

"...ეს სამი პროდუქტი ანადგურებს ორგანიზმს" - მაია კაჭკაჭიშვილი მისივე აღმოჩენილ დიეტაზე, რომელსაც სხვებსაც ასწავლის