ავტორი:

"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ

"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ

მათ ბევრი რამ ნახეს. შემდეგ ბევრ რამეზე თვალი დახუჭეს. შემდეგ თვალები გაახილეს. და ახალი სამყარო, ახალი მე, ახალი ცხოვრება აღმოაჩინეს...

ისინი მგრძნობიარე და გულჩვილები არიან, ზოგჯერ დაუცველებიც კი. მიამიტები და მიმნდობნი, თითქმის ისევე, როგორც 30 წლის ასაკში. მათ რა ხანია დაავიწყდათ 15 წლის ასკის უხეში რომანტიკა, 25 წლის ასაკის აქტიური სილაღე და ენთუზიაზმი, რაციონალური შეუპოვრობაც, 30 წლის გოგონებს რომ ახასიათებთ.

კვლავ სწამთ უკეთესობის, ვინაიდან უარესობა, როგორც წესი, უკვე შეემთხვათ. და სწორედ იმიტომ გადარჩნენ, რომ უკეთესობის თავიდან ერწმუნათ. ისინი იღებენ კიდეც უკეთესს, რადგან მისი იქ განჭვრეტის უნარი აქვთ, სადაც სხვები ვერაფერსაც ვერ ამჩნევენ. მათ მახვილი მზერა, ფხიზელი სმენა და ნაზი ხელები აქვთ. და ეს ხელები საუკეთესოა, მათზე ჩაბღაუჭება, მათი ჩაკვრა…

ისინი ლამაზები არიან. არა, რას ამბობთ - ისინი სიმპათიურები არ არიან. ისინი საოცრად ლამაზები არიან, რადგან უკვე აღიარეს, რომ მათ სწორედ ასეთი უკანალები აქვთ, სწორედ ასეთი მკერდი, ასეთი ცხვირი და ასეთი ფეხები. მათ ამ უკანალ-მკერდ-ცხვირ-ფეხების ისე სიყვარული ისწავლეს, რომ ახლა ისინი ნებისმიერს შეუყვარდება, აი, მაგალითად, იმ საუკეთესო ტიპსაც კი…

მათ საიდუმლო იციან. მათ უკვე გადახარშეს ეს ილუზიები “მილიონების”, “კარიერის”, “წარმატებულობისა” და “სოციალური სტატუსის” შესახებ. მათ ახლა უკვე ზუსტად იციან, რომ ყველაზე მთავარი სულაც არ არის ის, რასაც ტელევზიით აჩვენებენ, ინტერნეტში წერენ, სოციალურ ქსელებში პოსტავენ ან ტრენინგებზე ყვებიან. მათ ეს მთავარი უკვე რა ხანია იციან და ჩუმად არიან. იციან, რომ წაიკითხეთ სრულად

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ტრაგედია პაკისტანში - მატარებელში  გაზქურის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 46 ადამიანი ემსხვერპლა

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"