ავტორი:

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს

ფილმებში რა ეფექტურია არა? რეალურ ცხოვრებაში კი ხანდახან გახდაც კი შეიძლება დაგეზაროს ისეთ რუტინად იქცევა ხოლმე სექსი უკვე დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებში. სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ სექსუალურ ცხოვრებასაც სჭირდება გადახალისება და გამოცოცხლება. საჭიროა მრავალფეროვნების შეტანა. ესეც ხუთი პრაქტიკული რჩევა მათგან:

საბნის ქვეშ არა!

წყვილების 40%-ს სექსის დროს რაღაც აფარიათ და ეს შემთხვევითი არ არის. გადასაფარებელი ერთმანეთის სხეულების დანახვაში ხელს გიშლით, სექსოლოგები კი ამტკიცებენ, რომ კაცების 95 პროცენტისა და თითქმის ამდენივე ქალისთვის ვიზუალური გამოსახულება უმნიშვნელოვანესი ეროტიკული სტიმულატორია.

საყურეები… არ მოიხსნათ!

კაცების 90% და ქალების 74% სულ შიშველი კავდება სექსით, ქალების 93 პროცენტი კი ყველა სამკაულს იხსნის. არადა სხეული გაცილებით უფრო სექსუალურია, როცა მასზე თუნდაც ერთ რამეს იტოვებთ. ეგ კი არა სექსოლოგები გვირჩევენ, რომ პრელუდია სულ ჩაცმულებმა დავიწყოთ და სექსის დროს აუცილებლად დავიტოვოთ… სამკაულები. მკვეთრი, ბრჭყვიალა საგნები შიშველ სხეულზე იმდენად აღაგზნებს, რომ მკვდარსაც წამოაყენებს. თანაც გახურებული კანით მათზე შემთხვევითი შეხება კონტრასტს იძლევა და დამატებითი სექს-სტიმულატორია. პირველ ადგილზე გრძელი საყურეები დგას. აღმოსავლელი ქალები საყვარელთან შეხვედრისას რაც შეიძლება გრძელ საყურეებს იკეთებდნენ ხოლმე სწორედ ამიტომ. საყურე სექსუალურია. წაიკითხეთ სრულად

ტესტი: იცანი ფეხბურთელი ბავშვობის ფოტოზე

"მე ძალიან, ძალიან ქართველი ვარ": რას ამბობს დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე? - სიჩუმეში გამართული შოუს დეტალები

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?