ავტორი:

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

75 წლის ქალი, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით გოგონა გააჩინა, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან დედად მიიჩნიეს.

პაბჰა დევიმ ინდოეთში, რაჯასტანის შტატში საკეისრო კვეთით იმშობიარა. ბავშვი ძალიან პატარა იყო და 600 გრამს იწონიდა, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმები იძულებულები გახდნენ, საკეისრო ორსულობის 30-ე კვირაზე ჩაეტარებინათ, რადგან ქალს მხოლოდ ერთი ფილტვი უმუშავებს და ფიზიკურად ძალიან დასუსტდა.

პენსიონერ პაბჰა დევისა და მის 80 წლის ქმარს უკვე ჰყავთ ნაშვილები ბავშვი, თუმცა სურდათ, ბიოლოგიური შვილი გაეჩინათ და ამიტომ ინ-ვიტრო განაყოფიერებას მიმართეს.

„თუ ნაადრევად არ ვამშობიარებდით, შესაძლოა, ბავშვი გარდაცვლილიყო,“ - განაცხადა პაბჰას გინეკოლოგმა.

ახალშობილი ნეონატალურ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ვიდრე წონაში არ მოიმატებს, დედას არ შეეძლება, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გადაიყვანოს.

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ