ავტორი:

აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება - "მაღალჩინოსნებს სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ"

აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება - "მაღალჩინოსნებს სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ"

აფხაზეთს ისევ უშუქოდ დარჩენა ემუქრება. რამდენიმე დღის წინ, გადატვირთვის გამო, ავარიულად გაითიშა АТ-2-ის ტრანსფორმატორი, რომელიც ქვესადგურ "ბზიფი–220"-ს ამუშავებდა. შედეგად, გაგრისა და გუდაუთის რაიონში დენი სრულად გაითიშა. ოფიციალური ვერსიით, არც ერთ ქვესასდგურსა და ტრანსფორმატორს, საბჭოთა დროიდან რემონტი არ ჩატარებია და შესაბამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან.

ადგიულობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხები იხარჯება ყველაფერში, მათ შორის, კერძო პირების ბიზნესსა და ვიღაცეების ჯიპებში, თუმცა რეალური პრობლემები არავის ახსოვს და არც მის მოგვარებაზე ზრუნავენ.

"მაღალჩინოსნებს ოფისებსა და სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ..." - წერენ აფხაზები.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ზამთრის ყოველი მოახლოებისას მოსახლეობა ისევ და ისევ უშუქოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგება, რადგან ადგილობრივები გასათბობად და სხვა, ყოველდღიური მოხმარებისთვის ელექტროენერგიას იყენებენ.

აფხაზეთში ელექტროკომპანია Черноморэнерго-ს მთავარი ინჟინერი ნიკალი ბარანოვსკი აცხადებს, რომ ტრანსფორმატორი იმდენად ძველია, რომ რემონტს აღარ ექვემდებარება. მისივე თქმით, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორი უკვე შეუკვეთა, თუმცა აფხაზეთში მხოლოდ დეკემბერში ჩაიტანენ და მის მონტაჟს კიდევ ერთი თვე დასჭირდება.

ბარანოვსკის განცხადების არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ რეგიონში, ბოლო წლებში ელექტროენერგიის დეფიციტი სულ უფრო მტკივნეულად დგას.

მათივე ცნობით, ხელმძღვანელობას უნდა, გადასახადი დააწესოს, თუმცა იმაზე არ ფიქრობს, შეძლებენ თუ არა ადგილობრივები თანხის გადახდას.

"არადა, ზამთრის დადგომასთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს. უკვე წლებია სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ, ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია, სხვა შემთხვევაში, დენს თითო სოფელს ყოველდღიურად მხოლოდ ორი საათით მიაწვდიან, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახდისუნარიანი არ არის.." - წერს აფხაზური მედია.

თავის მხრივ Черноморэнерго-ს ხელმღვანელობა აცხადებს, რომ ბოლო 15 წელი ტრანსფორმატორები რემონტის გარეშე მუშაობდა და 2019 წლის 7 ოქტომბერს ძლიერი ჭექა-ქუხილი შედეგად, ერთ-ერთი საბოლოოდ დაზიანდა.

"იმაზე არავინ ლაპარაკობს, რომ აქ მყოფი რუსული სამხედრო ბაზებიც ადგილობრივი დენით სარგებლობენ და საკმადო დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, ხელმძღვანელობა მხოლოდ ჩვენსკენ იშვერს თითს, ეკონომიურად მოიხმარეთ, თორემ ორსაათიან გრაფიკზე გადაგიყვანთო. ერთი დენია, რითაც ვგრძნობთ, რომ მეოცე საუკუნე დასრულდა, ახლა ისიც გაგვითიშეთ და ისევ ჭრაქის ხანაში დაგვაბრუნეთ" - წერს ერთ-ერთი აფხაზი.

"ხომ შეიძლება მთავრობაში ვინც ხართ, დასხდეთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. ამ საუკუნეში დენის უწყვეტ მოწოდებაზეა საუბარი და ესეც ვერ მოგიგვარებიათ... ამის შემდეგ რომელ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრობთ?! ზუსტად ვიცით, ამ ზამთარს რა გველოდება... ხაჯიმბა კი ისევ ავირჩიეთ პრეზიდენტად, "ახალ" მთავრობას ისევ ძველი პრობლემები აქვს. ალბათ მოგვწონს ეს სიბნელე" - წერს ნაირა შინკუბა.

სოფელი აფხაზეთში, სადაც  რამდენიმე ქრისტიანი წმინდანი აწამეს - "კომანში სასწაულმოქმედი წყარო დღემდე ამოდის"

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში არ შეუშვეს

ოკუპირებულ ახალგორში 60 წლამდე ასაკის ქალი ჭაში ჩავარდა - ახლობლები მის თბილისში გადაყვანას ითხოვენ