ავტორი:

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, არის ნგრევა - სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, არის ნგრევა - სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასწრაფო დახმარებას სულ 4-მა პირმა მიმართა, საიდანაც სამის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, ორი კი - მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, აფეთქების გამო, დაზიანებულია კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული მანქანები. ჩამსხვრეულია ახლომდებარე საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დილით მოხდა. არის ნგრევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. კორპუსის ნაწილი პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, IPN

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში გასტროლებზე მყოფი მოსკოვის თეატრის რეჟისორი მაყურებელს - "მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას"