ავტორი:

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, კორპუსში კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი ჩახსნეს - "თბილისი ენერჯი" გურამიშვილის გამზირის ინციდენტზე

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, კორპუსში კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი ჩახსნეს - "თბილისი ენერჯი" გურამიშვილის გამზირის ინციდენტზე

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა.

როგორც ნათია მიქიაშვილი განმარტავს, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო აბონენტებს, რომ კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩაჭრან! ამ წუთას, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა.

"თბილისი ენერჯი“ წელიწადში ერთხელ აკეთებს გეგმურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე მეორდება ასეთი ტიპის შემოწმება. ამას გარდა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ნებისნიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და „თბილისი ენერჯის“ საინფორმაციო ხაზზე მოითხოვს, რომ შემოწმდეს მის საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარები და გაზის ქსელის გამართულობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება გაზის ქსელის შემოწმება და ამის შემდეგ გაიცემა საბუთი უსაფრთხოა თუ არა, აღნიშნული გაზდანადგარი.

შემთხვევების 99% დაქირავებულ, ან დაგირავებულ ბინებში ხდება. ყველა მოქალაქეს გვინდა მივმართოთ, რომ ბინის ქირაობის, ან გირაობის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება ბინის მფლობელს მოსთხოვოთ „თბილისი ენერჯის“ მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს ამ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარებისა და გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

ამასთან, როგორც „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემაშფოთებელი სტატისტიკა არის, ვინაიდან აბონენტების უმეტესობა, ჩახსნილ გაზდანადგარებს თვითნებურად კვლავ აერთებენ.

„გვაქვს შემაშფოთებელი სტატისტიკა. „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანაგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა.

ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5 000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება. მივმართავთ ყველა აბონენტს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არამხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემომყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც.

ასე, რომ დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ და „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფი დაუყოვნებლივ აღმოფრხვის ამ ტიპის საქმეებს.

აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის, ან რაიმე ტიპის გაუმართავობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მომხდარის მიზეზებზე საუბარი რამდენიმე დღეში შეგვეძლება, როცა შესაბამისი სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მიზეზის დადგენას.

აუცილებლად ფოტომასალასაც გავავრცელებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახნილია წყალაგამცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

მეტრო "გოცირიძის" მიმდებარედ 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა - 80 წლის კაცი დაკავებულია

მესტიაში ძმამ ძმა მოკლა - მოკლული პედაგოგი იყო