ავტორი:

ინფორმაცია სტუდენტებისთვის -  სად შეძლებენ ისინი დასაქმებას  2020-2021 წლიდან

ინფორმაცია სტუდენტებისთვის -  სად შეძლებენ ისინი დასაქმებას  2020-2021 წლიდან

სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა 2020-2021 სასწავლო წლიდან დაინერგება.

ჯაშის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე წარედგინება.

დეპუტატის ინფორმაციით, ინიციტივის მიხედვით, სტაჟირება 2 წლიანი იქნება და მსურველები აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურებას არ მიიღებენ.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც უაღრესად დაეხმარება ზოგადად განათლების სისტემას, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული პირები დაინტერესდნენ განათლების სისტემაში პროფესიული კარიერის დაწყებით. ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ დავარეგისტრირებთ ამ ინიცაიტივას და მომდევნო სასწავლო წლისთვის ის უკვე იქნება მიღებული,“ - განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, წინასწარი მონახაზით, მასწავლებლის ასისტენტობა ბაკალავრიანტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსთამთავრებულებს შეეძლებათ.

„მათ მიეცემათ შესაძლებლობა საზოგადოებრივ საწყისებზე ანუ სტაჟირების ფორმით დაიწყონ მუშაობა მასწავლებლის ასისტენტებად და ასევე მათ მიეცემათ სკოლაში მუშაობის პერიოდში უკვე პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი. დღეს სჯარო სამსახურში თუ სხვადასხვა სამსახურებში პირველადი ნაბიჯების გადადგმა კარიერის გზაზე არის გართულებულ, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა კადრებს მიეცემათ პროფესიული გამოცდლების დაგორვების საშუალება. ამ ეტაპზე საუბარია ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე ანუ სტაჟირება, რომელიც პროფესიულ გამოცდილებად ჩაეთვლებათ განათლების სისტემაში. ვფიქრობ, 2 წლამდე იყოს სტაჟირება. ფიზიკურად დღეს არსებული ფინანსური რესურსები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე. ვფიქრობ, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან შევლენ სკოლაში. მასწავლებლის ასისტენტს ექნება თავისი უფლება -მოვალეობები, რომელიც გაიწერება კანონში,“ - განაცხადა ჯაშმა.

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა - Stopcov.ge-მ მონაცემები განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურატურასთან ხვალ განცხადებას გააკეთებენ

ვრცელდება თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო დაბადების დღის კადრები, სადაც ის ბაჩანა ლობჟანიძესთან არის