ავტორი:

"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკია", ისეთი, როგორც იმერული სუფრა" - დათო ლიკლიკაძის თვალით დანახული მშობლიური ქალაქი

"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკია", ისეთი, როგორც იმერული სუფრა" - დათო ლიკლიკაძის თვალით დანახული მშობლიური ქალაქი

ქუთაისელია, ჩემი კოლეგა, ცნობილი და ნიჭიერი ადამიანი, დიდი იუმორის პატრონი და ბევრს უყვარს... დათო ლიკლიკაძე ფიქრობს, რომ ქუთაისში დაბადებით გაუმართლა, იქ გაიზარდა და ცხოვრობს. ამაყობს, რომ ისტორიულ და სახელოვან სკოლაში სწავლობდა, უზომოდ უყვარს თავისი ქალაქი, რომელსაც დიდი ტრადიციები და მაღალი კულტურა აქვს და იქაურობაც სწორედ ამიტომ იზიდავს...

AMBEBI.GE-ს დათო ლიკლიკაძე ამჯერად თავის საყვარელ ქალაქზე ესაუბრა.

- ამ ქალაქში დაბადება მართლა გამართლებაა! აქაურობას ყველაფერი აქვს, რაც ქალაქს უნდა ჰქონდეს... ქალაქელობაც იმაზე მეტადაა "კუდაბზიკობაში" აყვანილი, ვიდრე დავით კლდიაშვილს ნაწარმოებებში მოუგონია... ქუთაისელები იმაზე მეტად "სნობები" არიან, ვიდრე "სნობობა" თბილისში იმ თბილისელებს ახასიათებთ, ვინც, როგორც წესი, სხვადასხვა ქალაქიდან არიან იქ ჩასულები და ნამდვილი ქალაქელები არც არიან...

აქ თუ 9 თაობის ქუთაისელი არ ხარ, თუ წინაპარი საფიჩხიის დამწვანე ყვავილასსასაფლაოებზე არ გისვენია, გამორიცხულია ქალაქში გაღიარონ“ - ხუმრობს დათო და გვეუბნება იმასაც, რომ ქუთაისელობას ბევრიც იჩემებს.

"ზოგიერთი თავს ქუთაისელს უწოდებს, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ამ ქალაქში მეზობელი რაიონებიდან და სოფლებიდან ჩამოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს და თბილისში მოადინეს "ტყლაშანი". თან, ისეთ კილოზე ლაპარაკობენ, გაოცდები- ჩვენწევიდა-მევიდათიარ ვსაუბრობთ, ქუთაისსაც არ ვუწოდებთქუთეისს“. ეს სიტყვა პირველად ქუთაისში ჩამოსული ხალხისგან გავიგონე, რომლებიც, როგორც ვამბობ, თბილისში წავიდნენ, მერე მოგვიბრუნდნენ და - „რავა ხარ ქუთეისიო?“ გვითხრეს“ - ამბობს ლიკლიკაძე.

დიალოგი ქუთაისურ ოჯახებზე საუბრით გავაგრძელეთ - მათ ტრადიციებზე და ცოტაც "იმერულ კუდაბზიკობაზე":

"ქუთაისური ოჯახები ძალიან "სვეცკი", გადაპრანჭულია, ისეთი, როგორც იმერული სუფრა. აქ საოცარი ოჯახური მუზიცირების ტრადიცია დები იშხნელებიდან, ბაფთიანი გიტარიდან მოდის. მერე კი მუსიკალური მიმართულებით, ამ ქალაქს გამორჩეული როკი და რეპიც არ დაჰკლებია, რაც ასევე ძალიან პოპულარული იყო...

მიუხედავად იმისა, იცი თუ არა როიალზე და პიანინოზე დაკვრა, თუ სახლში კარგი პიანინო და როიალი არ გაქვს, ვერ ხარ კარგი ქუთაისელი... კი, ამ ქალაქს ასეთი შტრიხებიც ახასიათებს...

ოჯახშიმადონას სერვიზიცაუცილებელია - თუმადონასჩვილი უკავია, ის სერვიზი უფრო ძვირია. ჰოდა, თუ ასეთი არ გაქვს, ქუთაისელად არ ითვლები. „გორკადადესაუცუნდა გქონდეს, 9-ჯვრიანი, ლომის ფეხებზე. ასეთი უცნაური დეტალებითაც ფასდები ქუთაისში და გაღიარებენ... ეს კარგია თუ ცუდია, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მე ქუთაისი ძალიან მიყვარს!

- ხშირად უკვირთ, რომ ისეთი უნარების ადამიანმა, როგორიც შენ ხარ, პატარა ქალაქი არასდროს დატოვე და საცხოვრებლად დედაქალაქში არ გადახვედი. რატომ?

- წასვლის შანსი მილიონჯერ მქონდა, ოთხჯერ კი ოფიციალური სამსახური სხვადასხვა ტელევიზიაში (ტელეწამყვანად, პროდიუსერად და ..) საუკეთესო პირობებით და მაღალი ხელფასით შემომთავაზეს, მაგრამ ყველას მოვუბოდიშე და უარი ვუთხარი, რაც ძალიან გაუკვირდათ...

რა ვქნა, არ შემიძლია ქუთაისის გარეშე, სხვაგან ვერ გავძლებ, თუმცა ყველას მადლობა დაფასებისთვის! თბილისში რომ ჩამოვდივარ, დიდუბისა და ოკრიბას სადგურებს მივტირი, იმაზე ვფიქრობ, როდის წავალ ჩემს ქალაქში, რომელიც ავადმყოფურად მიყვარს.

პარიზიც სასწაულად მიყვარს და ქუთაისს იქაურობაშიც კი ვერ გავცვლი! დიახ, ეიფელსთეთრი ხიდიმირჩევნია... ხომ მაგარი მდინარეა იორდანე, სადაც ქრისტე მოინათლა, მაგრამ რიონში ვერ გავცვლი! ასეთი ტიპი ვარ, ჩემი ქალაქის სიყვარული ცოტა გოიმობაშიც გადამდის...

- ქუთაისი უბნებად არის დაყოფილი. შენ თეატრთან, ქალაქის ცენტრში ცხოვრობ... თავიდანვე ამ ადგილას ცხოვრობდი?

- უბანი კიდევ ცალკე თემაა... მე ძირძველი საფიჩხიელი ვარ, დავიბადე და გავიზარდე იქ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ და ყოველდღე ამ შენობას ვუყურებ, რომელშიც გავიზარდე.

ჩემი საძინებლიდან, სამზარეულოდან და ნებისმიერი ფანჯრიდან თეატრს გავცქერი და დარბაზში დაკრული ტაში ხშირად სახლში შვილს მიღვიძებს, რამაც გადამატანინა საფიჩხიის დატოვება. პრინციპში, შორსაც არაა...

საფიჩხია, ჭომა, გორა, ბალახვანი - ეს ოთხი უბანი ყველაზე ძველია ქუთაისში. ამიტომ, საფიჩხიელი რომ ხარ, უკვე ორმაგად ქუთაისელი ხარ. ეს ის უბანიცაა, სადაც თითო ოჯახზე ორი სული ქურდი მოდიოდა. ასე მგონია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქურდები საფიჩხიაზე დაიბადნენ...

მართალია, რთული უბანი იყო, მაგრამ ეს იყო ადგილი, სადაც ვიოლინოთი გაივლიდი დასკრიპკასარავინ მოგაძახებდა. ბიჭი გრძელი თმით და საყურით გამოჩნდებოდა და შეურაცხყოფას არავინ მიაყენებდა. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი უბანში არავის უცემია.

საფიჩხია იყო ტოლერანტობის, შემწყნარებლობის, მულტიკულტურული, მრავალფეროვანი, თავსებადი უბანი, სადაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობდა და ერთმანეთს პატივს სცემდა

დიახ, საფიჩხია და ქუთაისი მაგალითი იყო, როგორ უნდა ეცათ პატივი განსხვავებულისთვის! აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც დავრჩი ამ ქალაქში...

- ქუთაისმა დიდი სიყვარული იცისო...

- საქართველოში ყველა ქალაქი ქართულია, მაგრამ ქუთაისი მეტად. იმის თქმა მინდა, რომ მას ირგვლივ საქართველო აკრავს, არც ერთ უცხო ქვეყანას არ ესაზღვრება. დანარჩენი ქალაქებიდან ზოგი ან დედაქალაქია, ან სასაზღვრო, ან საკურორტო... მოკლედ, ქუთაისში გარდა სიყვარულისა, არაფერია, ის უბრალოდ უნდა გიყვარდეს!

- რა მოგცა შენმა ქალაქმა, ასე რომ გიყვარს?

- ამ ქალაქმა მასწავლა, თუ როგორ შეიძლება, ცხოვრება გამოიყენო... ხშირად ასეთი იარლიყიც გვაქვს ხოლმე აკრული - „ქუთაისელი აფერისტი“. სინამდვილეში ქუთაისელები აფერისტები არ არიან, რადგანაც ზუსტად ისეთები არიან, როგორც ხაშურლები, სამტრედიელები, ზუგდიდელები, თელაველები, გურჯაანელები...

ქუთაისელები დიპლომატები, ჭკვიანები არიან. იციან, რა უნდათ, მათ წარმატებას ყველგან მიაღწიეს. მათ შორის, თბილისშიც - კარგი ბინები შეიძინეს, ლამაზი ცოლები ჰყავთ, სულ თანამდებობებზე იყვნენ, ქუთაისელებმა ჩააჩოჩეს თბილისელები, ლოკომოტივები გახდნენ და ეს ყველაფერი ჩხუბით, იარაღით, მოტყუებით კი არ გააკეთეს, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი, მოწიწებით. როცა წაიქცნენ, წამოდგნენ, არ შერცხვათ. გაჯიბრების მოტივაცია ჰქონდათ!

და მერე ვიღაცები ადგნენ და აფერისტები გვიწოდეს - როგორ მიაღწევდა, თუ აფერისტი არ არისო?! სინამდვილეში ქუთაისელები დიპლომატები და ჭკვიანები არიან!

- და ეს განასხვავებს მათ საქართველოს დანარჩენი კუთხის წარმომადგენლებისგან?

- გურულები ფიცხები არინ - უცებფეთქდებიან,“ რაჭველები პირიქით, აგვიანებენ, მეგრელები - ცხარეები, კახელები - დინჯები... ყველა რაღაცით გამოირჩევა, ქუთაისელები და ზოგადად, იმერლები ზრდილობიანები არიან და როგორც ვთქვი, დიპლომატები, ზუსტად იციან, ამ ცხოვრებისგან რა უნდათ და წარმატებას ამიტომ აღწევენ.

როცა იცი, რა გინდა, ყველაფერი გამოგივა. როცა ეს არ იცი, ან არასწორად გინდა, ყველაფერი უშედეგოა. ქუთაისელებმა ასევე ზუსტად იციან წარმატების ფასი, ამასთან, მისი მოპოვებაც და შენარჩუნებაც იციან. ამიტომ გვეძახიანაფერისტებს“. არადა, ხომ ვთქვი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ - ჩვენთანაც უყვართ, სძულთ, უხარიათ, სწყინთ...

- ქუთაისი ტრადიციების ქალაქია - კულტურის, თეატრის, სპორტის სფეროში ლომის წილი მიუძღვის და დიდი შედეგები ჰქონია...

- ცოტა ხნის წინ ვწერდი ქუთაისის ღირსებებზე... დიახ, ვსწავლობდი სკოლაში, სადაც ვაჟა, ილია და ყაზბეგის გარდა, ყველა გამოჩენილი ქართველი ჩემი სკოლელია: აკაკი წერეთელი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, ექვთიმე თაყაიშვილი, პაოლო, ნიკო ნიკოლაძე და რა ვიცი, ვის მერხზე არ ვმჯდარვარ ჩემს სკოლაში - საოცარი ისტორიული სკოლაა...

- ქუთაისი კოლორიტული იუმორის ქალაქიცაა, გასაოცარი სიტყვა-პასუხი იციან ქუთაისში...

- კი, ამ ქალაქში ყველა ხუმრობს, ეს ქალაქი სწორედ იუმორმა გადაარჩინა. 90-იან წლებში, როცა ყველას გვიჭირდა - ჩვენს გაჭირვებაზე ვღადაობდით, რამაც გაგვაძლიერა. აქ იუმორი კლასიკის დონეზეა აყვანილი, ადამიანი პირდაპირ იმის მიხედვით ფასდება, როგორ ხუმრობს. ამ იუმორს თუ ზურგს ერთი-ორი წიგნიც არ უმაგრებს, შენი ცარიელი იუმორიც არავის უნდა და აქ არც ამის დეფიციტია...

ხანდახან მრცხვენია, როცა ჩემზე ამბობენ, უბედური ენა და ხუმრობა აქვსო. აქ იმდენი ნიჭიერი ადამიანია, სხარტი ენით ცნობილი, რომ ამმადანიდანაცამიღია რაღაცები, ჩემებურად გადამიკეთებია. ხან ჩემი მეზობლისთვის დამიბრალებია, ხან საკუთარი თავისთვის. მერე თითონაც ვიყენებ კარგად. სასწაული იუმორის ქალაქია.

- რა განაპირობებს ამას?

- ასე ღრმად არ მიფიქრია, არ შემისწავლია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ლაღია მაშინაც კი, როცა რაღაც არ არის კარგად, კი, ყველა ბედნიერია... ამის უნარი აქვთ ქუთაისელებს.

- სულ ბოლოს, როგორ ფიქრობ, რა განსაზღვრავს შენს პოპულარობას?

- ალბათ ისევ იუმორი, რადგან არავის უნდა შენი პრობლემების მოსმენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დათო ლიკლიკაძეს პრობლემები არ აქვს... მაგრამ ჩემს ცუდად ყოფნას ვერავის გადავდებ, ადამიანს შენთან ურთიერთობა უნდა უხაროდეს.

ჩემს ყველა პრობლემას გარეთ ვტოვებ, როცა ბავშვებთან ლექციაზე შევდივარ, როცა სამსახურში მივდივარ, ოჯახში ვბრუნდები, სადაც უნდა ვიყო. ადამიანებთან ურთიერთობას ვიწყებ საკუთარი თავის დაცინვით და მერე ვაღადავებ დანარჩენ საქართველოს! თუ შენს თავს არ დასცინი და მხოლოდ სხვისკენ იშვერ ხელს, უკვე მავნებელი ხარ, მაგრამ როცა შენ თავს დასცინი, ე.ი იუმორი გაქვს...

- AMBEBI.GE-ს აუიდიტორიას, ჩვენს მკითხველს ქუთაისიდან რას ეტყოდი?

- AMBEBI.GE-ს ყველა ქუთაისელი კითხულობს და ამიტომაც ხართ ყველა რეიტინგში პირველი, გადახეულიგაქვთ ყველანაირი რეიტინგი! ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის მიცემული ინტერვიუ.

მკითხველს კი ვეტყვი, რომ ქუთაისი არაფერში დაგჭირდებათ - აქ არც საზღვარია, არც ზღვა, არც კურორტი, აქაურობა მხოლოდ უნდა გიყვარდეთ! ჰოდა, თუ გიყვართ, ჩამობრძანდით და აქ სიყვარულის გარდა, სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებთ!

ქუთაისის ფოტო: ანდრია წყაროზია

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს

„აღმოაჩინე აჭარის მთები“- სოფლის ტურიზმის ახალი რგოლი