ავტორი:

ვინ არიან აქტუარები და რატომ ზრუნავს „ალდაგი“ ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე?

ვინ არიან აქტუარები და რატომ ზრუნავს „ალდაგი“ ამ პროფესიის პოპულარიზაციაზე?

აქტუარის პროფესია სადაზღვეო სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია. აქტუარი - სადაზღვევო კომპანიის მათემატიკოსია, რომელიც მათემატიკური ფორმულების გამოყენებით ითვლის და აანალიზებს რისკებს, რაც კომპანიის მდგრადობას და განვითარებას უზრუნველყოფს.

აქტუარის პროფესიის განვითარებისთვის, სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ პარტნიორობით თბილისში საერთაშორისო აქტუარული ასოციაციის ზოგადი დაზღვევის სექციის, ASTIN-ის კონფერენცია - ASTIN CAUCASUS LOCAL CHAPTER გაიხსნა. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი იყო საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტების შეკრება და გამოცდილების გაზიარება. შედგა პრაქტიკული ვორქშოფები და მოხსენებები სფეროში არსებულ მიღწევებსა თუ გამოწვევებზე, სადაც ქართველ სპეცილისტებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ევროპული ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება და განევითარებინათ საკუთარი პროფესიული ცოდნა და უნარები.

ჩვენს ქვეყანაში დასაზღვევო ბიზნესი წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, შესაბამისად, უფრო მეტ კვალიფიციურ აქტუარზე ჩნდება მოთხოვნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში არ არსებობს სასწავლო პროგრამა, რომელიც აქტუარებს ამზადებს. სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ინიციატივებს, რომელიც აქტუარებს, როგორც პროფესიონალებს, განვითარებაში დაეხმარება.

ორდღიანი კონფერენციის თემები მთლიანად მორგებული იყო საქართველოს სადაზღვევო ბიზნესისისთვის მნიშვნელოვან საკითხებს - რისკების მენეჯმენტი, გადახდისუნარიანობის საკითხი, პროდუქტები, ტარიფები, ბაზრის სტატისტიკა, პრაქტიკული ქეისები, გადაზღვევის გადაწყვეტები, მონაცემთა მნიშვნელობა, აქტუარული შეფასებისა და რისკის მოდელები.

კონფერენციის გახსნაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა და საერთაშორისო აქტუარული ასოციაიციის ზოგადი დაზღვევის სექციის ASTIN-ის თავმჯდომარემ ფრენკ საიპერსმა.

ფრენკ საიპერსის თქმით, საქართველოში სადაზღვეო ბაზარი სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, პროფესიონალი აქტუარის უნარები უფრო და უფრო საჭირო ხდება.

„ახლა ბაზარი სწრაფად ვითარდება, თუმცა ამასთან ერთად, საჭიროა სამართლიანი ტარიფების დაწესება. იმისათვის, რომ ტარიფი სამართლიანი იყოს, გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებლის საჭიროებაც და კომპანიის გადახდისუნარიანობაც. სადაზღვევო კომპანიამ რისკები იმგვარად უნდა გაიანგარიშოს, რომ დარწმუნებული იყოს - კომპანიის რეზერვებით 2-5 წელიწადში დანაკარგების ანაზღაურებას შეძლებს და საბოლოოდ, მდგრადი გახდება. სწორედ ამ რისკების გაანგარიშებას უზრუნველყოფენ აქტუარები, რომლებიც თუ კომპანიას წარმატება სურს, მუდამ ფორმაში უნდა ჰყავდეს“ - აღნიშნა ფრენკ საიპერსმა.

„ალდაგი“ ისტორიულად აქტუარების მაღალი პროფესიონალიზმით და გამოცდილებით გამოირჩევა. „ჩვენს კომპანიაში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაა დაგროვილი. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ პროფესიის განვითარებას და ამ სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებას. გვიხარია, რომ საქართველო რეგიონული კონფერენციის მასპინძელია და აღმოვაჩინეთ, რომ ინტერესიც და საჭიროებაც საკმაოდ მაღალია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად,“- აღნიშნა „ალდაგის“ წარმომადგენელმა.

კონფერენციისა და აქტუარის პროფესიის მნიშვნელობაზე კომენტარი ASTIN-ის მენეჯმენტის ქართველმა წარმომადგენელმა ირინა სიხარულიძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, სწორედ კონფერენციის ჩატარების პერიოდში ჩამოყალიბდა ASTIN-ის ამიერკავკასიის ფილიალი, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ითვალისწინებს.

„ASTIN-ის მიზანია, აქტუარების ანუ სადაზღვეო მათემატიკოსებისა და რისკ-ანალიტიკოსების პროფესიული დონის ამაღლება და, დასავლეთ ევროპის გამოცდილების გაზიარებით, სტანდარტების ჩამოყალიბება. ვისაუბრეთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკონკრეტებაზე. ზოგადად, სადაზღვეო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, იქნება ეს ავტომობილის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა თუ აგროდაზღვევა, შესაბამისად, ჩნდება მოთხოვნა, რომ ერთი მხრივ, პროდუქტები იყოს ხელმისაწვდომი და მეორე მხრივ, კომპანიების მხრიდან რისკების დათვლა და რეზერვების აგება ხდებოდეს პროფესიონალურად. სწორედ ამიტომაა საჭირო აქტუარის პროფესიის განვითარება საქართველოში,“- აღნიშნა მან.

პოპულარული იტალიური ბრენდი Cam, როგორც ექსპერტი და ლიდერი ბაზარზე - გაიგეთ მეტი ბავშვის უსაფრთხოებაზე...

ახალი სასკოლო ინვენტარი და ტექნიკა შატილის ახალ სკოლაში - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და „ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ინიციატივა

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება