ავტორი:

"ბოკერიასთან შეხვედრა ახალგაზრდებმა მოითხოვეს " - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

"ბოკერიასთან შეხვედრა ახალგაზრდებმა მოითხოვეს " - რას ამბობს ვანო ზარდიაშვილი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

სოციალურ ქსელში გუშინ გიგა ბოკერიას და უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ერთობლივი ფოტო გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ფეისბუქის" მომხმარებლები წერდნენ, რომ პარლამენტიდან წასული ზარდიაშვილი გიგა ბოკერიასთან შევიდა ალიანსში, რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს. ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი რამდენიმე კვირის წინ ეკა ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა.

AMBEBI.GE სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარზე პოლიტიკოსს დაუკავშირდა:

- ბატონო ვანო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სად და რატომ შეხვდით გიგა ბოკერიასთან ერთად ახალგაზრდებს?

- ეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატორის" საჯარო ლექციების ფორმატში გაიმართა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი უამრავ ახალგაზრდასთან ერთად ვარ მეც. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ფორმატის პროექტებს ახორციელებს. ასევე, ქვეყანაში აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციებს ვატარებთ, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ვიწვევთ. ამის ამსახველი მასალები ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. ახალგაზრდებმა მოითხოვეს გიგა ბოკერიასთან შეხვედრა, თემა იყო ოპოზიციის როლი ქართულ პოლიტიკაში, მე ახალგაზრდების ნებას წინ ვერ აღვუდგები.

- რამდენი ხანია რაც აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეთ?

- ორი წელია, რაც დავაარსეთ. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ვახორციელებთ საქველმოქმედო პროექტებს. რატომ გამოიწვია ფოტომ ასეთი გამოხმაურება, ვერ ვხვდები. მე "ქართული ოცნების" ღირებულებებისთვის არ მიღალატია, ვარ "ქართული ოცნების" ერთგული ჯარისკაცი და ამ ღირებულებებს არასდროს არ შევიცვლი.

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი

პრეზიდენტის ვებგვერდი "დაჰაკეს" და მიხეილ სააკაშვილის ფოტო დადეს, წარწერით "მე დავბრუნდები"