ავტორი:

"ბიბლუსის" მაღაზიებში "ლურჯი ოკეანის" კვირეული დაიწყო

"ბიბლუსის" მაღაზიებში "ლურჯი ოკეანის" კვირეული დაიწყო

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "ლურჯი ოკეანის" კვირეული უკვე დაიწყო. კვირეული 21 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კვირეულის ფარგლებში „ლურჯი ოკეანის“ ყველა წიგნზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო სერიებზე „მარტივად“, „ბიზნესის გენია“ და “სინერჯი ჯგუფის წიგნებზე“ ბიზნეს ლიტერატურის მკითხველს - 50%-იანი ფასდაკლება ელის.

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) იგეგმება ბიზნეს მასტერკლასები:

22 ოქტომბერი, 19:00 - „საუბრები ძროხობაზე“, სპიკერი - შოთა ჩინჩალაძე;

25 ოქტომბერი, 19:00 – „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“, სპიკერი - რამაზ გიგაური;

29 ოქტომბერი, 19:00 – „იდეიდან ბიზნეს მოდელამდე“, სპიკერი - სოსო გალუმაშვილი.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს დამატებითი ფასდაკლებები ელით.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/500672237182165/

"წარმატების 365 გასაღების" მეორე ტომი 24 ოქტომბერს გამოვა

ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ - უცნობი საარქივო მასალა უკვე ხელმისაწვდომია

"ჟიურიმ პირველივე ცდაზე შეგვარჩია" - რას ნიშნავს თბილისისთვის წიგნის დედაქალაქის სტატუსი და რას მოუტანს ქართველ მწერლებს