ავტორი:

ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - რა გელით 2020 წელს, ნუმეროლოგიის მიხედვით

ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - რა გელით 2020 წელს, ნუმეროლოგიის მიხედვით

ნუმეროლოგიური პროგნოზი ყოველწიურად იმისთვის იქმნება, რომ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში მთავარი მიზნების განხორციელებაში დაეხმაროს. ნუმეროლოგიური კოდის მისაღებად წლის ყველა ციფრი უნდა შეჯამდეს. ანუ 2020 არის: 2+0+2+0=4. მეტალის თეთრი ვირთხის წლის მთავარი ციფრი 4-იანია. ნუმეროლოგიაში 4-იანი მიჩნეულია საიმედო, მყარ, მომთმენ, მშვიდ, პრაქტიკულ ენერგიად. 4-იანი მიწის ენერგიის მატარებელია. წელი გლობალურ ცვლილებებს არ გვპირდება. სამაგიეროდ, არც დაცემა და აღმაფრენა გველის. ეს არის მშვიდი, კონტაქტების გასაუმჯობესებელი წელი. ახლა კი დაწვრილებით განვიხილოთ 2020 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი:

პროფესიონალური სფერო

არც პირად ცხოვრებაში და არც პროფესიონალურ სარბიელზე არაფრის კარდინალურად შეცვლა არ შეიძლება. უმჯობესია, გაამყაროთ ის პოზიცია, რომელიც ახლა გაქვთ. მეტალის თეთრი ვირთხის წელი საშუალებას მოგცემთ განვითარდეთ, წინ წაიწიოთ კარიერულ საფეხურზე. კარგი წელი ელით მეწარმეებს. 4-იანი მათ დაეხმარება მეთოდურად და ჯიუტად მიაღწიონ მიზანს.

ფულის სფერო

ნუმეროლოგიური პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს სასურველია მაქსიმალურად მოვერიდოთ ფინანსურ ექსპერიმენტებს. შემოსავალი უნდა იყოს პატიოსანი შრომით მოპოვებული და სტაბილური. ნუ მოინდომებთ სხვის ხარჯზე გამდიდრებას, ეს კიდევ უფრო მეტ მატერიალურ ზიანს მოგიტანთ.

ჯანმრთელობის სფერო

ზომიერება და პროფილაქტიკა ყველაზე კარგი მკურნალობაა. სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ცოტა მეტი პოზიტივი, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პირადი ცხოვრება

დრამისა და რომანტიკისთვის შესაფერისი პერიოდი არაა. 2019 წელი 3-იანს შეესაბამებოდა და ხშირი იყო მრავალფეროვნება და მღელვარება. ასეთი ბობოქარი მოვლენების შემდეგ პირადი ცხოვრებაში სტაბილურობა, დაცულობა და ჰარმონია მოგინდებათ. მეტალის თეთრი ვირთხის წელში დაწყებული ურთიერთობა სწრაფად განვითარდება, მაგრამ ქორწინებისკენ კი არა, უფრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისკენ აიღებს გეზს. 2020 წელს არ გირჩევთ რომანტიკული კავშირების გაწყვეტას. უფრო მეტიც, ოფიციალური განქორწინებებიც კი შემცირდება. თუმცა, ვინც მაინც გადაწყვეტს, რომ მეორე ნახევარს უნდა დაშორდეს, უნდა გავაფრთხილოთ, მარტოობა დიდ ხანს გასტანს.

რას მოგიტანთ 2020 წელი

ნუმეროლოგიური პროგნოზი შედგენილია ციფრებზე. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი პირადი ციფრი და მას უნდა მიუმატოთ 2020 წლის ციფრი - 4-იანი, რომელიც ყველასთვის ერთია. თუ თქვენი დაბადების ციფრი არ იცით ან ჯერ არ გამოგითვლიათ, მას სულ მარტივად გამოიყვანთ. ამისათვის უნდა შეკრიბოთ თქვენი დაბადების დღის, თვისა და წლის ციფრები და დაიყვანოთ ის ერთნიშნა ციფრამდე. მაგალითად: თქვენ დაიბადეთ 1966 წლის 18 იანვარს (იანვარი პირველი თვეა და ამიტომ 1. თებერვალი იქნება 2 და ა.შ.). შეჯამებით თქვენი პირადი ციფრი იქნება 5-იანი და ის აღარასდროს აღარ შეიცვლება. მას ყოველწლიურად წლის ციფრი უნდა დაუმატოთ, ნუმეროლოგიური პროგნოზი რომ მიიღოთ. ახლა კი შევკრიბოთ დაბადების თარიღი 1+8+1+1+9+6+6=32. ახლა მიღებული ციფრი დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე: 3+2=5. მიღებული ციფრი არ უნდა აღემატებოდეს 9-იანს, რადგან ნუმეროლოგიურ გამოთვლაში მხოლოდ 1-დან 9-მდე ციფრები მონაწილეობს. თუ პირადი ციფრისა და წლის ციფრის მიმატებით ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, შეკრიბეთ ისიც და ერთნიშნამდე დაიყვანეთ.

ახლა კი ნახეთ რა გელით ნუმეროლოგიური პროგნოზით მეტალის თეთრი ვირთხის წელში:

  • 1. ერთიანებს ყურადღება გმართებთ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და საინტერესო მოვლენები გელით. ერთიანი ენერგიული, ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანია. მათ უჭირთ სხვისი ავტორიტეტის აღიარება. ხშირად საოცრად კარგი სპეციალისტები ხდებიან თვის სფეროში. 2020 წელს ერთიანების პირადი ცხოვრება რთულია, მაგრამ არ მოიწყენთ. სიმშვიდემ შეიძლება ნერვები მოგიშალოთ. ამიტომ ზოგჯერ თავადვე იქნებით ცვლილებების ინიციატორი. სამსახურში მეტად უნდა გამოავლინოთ მიზანდასახულობა და ინიციატივა. საშუალება მოგეცემათ დაასრულოთ მასშტაბური პროექტები. მთავარია, გარშემო მყოფებისთვის ტირანის როლი არ მოირგოთ და აკონტროლოთ ემოცია. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ.
  • 2. ორიანს ოთხიანთან ბევრი რამ აკავშირებს. ორიანი სიმეტრიის, თანასწორობის, სიმშვიდის სიმბოლოა. ორიანები რბილი და ტაქტიკური ადამიანები არიან. კარგად გრძნობენ სხვა ადამიანის განწყობას, გულკეთილები არიან მათ მიმართ. მათი ცხოვრების მთავარი ღირებულება სტაბილურობა და მშვიდობაა. ისინი უკმაყოფილოები არიან, როცა სიმშვიდეს, კომფორტს ურღვევენ. არავის რთავენ ნებას მათ პირად სივრცეში უხეშად შეიჭრან. მუდმივად ისწრაფვიან წონასწორობისკენ. 2020 წელი სიმშვიდეს და დადებით ემოციებს გპირდებათ. შეძლებთ გაცუროთ დინებასთან ერთად, არ გექნებათ იმის შიში, რომ მოულოდნელად გამოირიყებით ნაპირზე. ამასთანავე, ნუ მოითმენთ, როცა ვიღაც თქვენზე ცუდს ამბობს, წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. ასეთი სიტუაციები თუ არ მოაგვარეთ, სულიერ წონასწორობას დაგირღვევთ.
  • 3. სამიანი ოპტიმისტების ციფრია. მათ უშრეტი ენერგია აქვთ. უდარდელი, არტისტული ტიპაჟები არიან, უსიამოვნებებსაც კი ენერგიულად აგვარებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ადრე თუ გვიან წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. უბრალოდ, მოთმინებით უნდა აღიჭურვონ. სამიანს შეგვიძლია ადამიანი-დღესასწაული ვუწოდოთ, მათ მოწყენილებს უსიამოვნებების დროსაც კი ვერ ნახავთ, ყველა სიტუაციაში იპოვიან პოზიტივს და იმხიარულებენ. ამ თვისების გამო, ხშირად ექცევიან გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში. 2019 წელი წარმატებული, თითქმის იდეალური გქონდათ 2020-ში უნდა იმუშაოთ, რათა შეინარჩუნოთ ის სიმაღლე, რასაც მიაღწიეთ. მეტალის თეთრი ვირთხა შანსს მოგცემთ, რომ გააფართოოთ ბიზნესი. დაწინაურდეთ. პირად ცხოვრებაში ცუდი არაფერი გელით. მთავარია, ახლობლებს იმაზე მეტი არ მოსთხოვოთ, ვიდრე მოცემა შეუძლიათ.
  • 4. ოთხიანები სტაბილურობას მიეჩვივნენ. მათ მოსწონთ მიწაზე მყარად დგომა. არიან ამტანები, მშვიდები, შრომისმოყვარეები. მოსწონთ ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენება. ადვილად პოულობენ საერთო ენას ნებისმიერ კოლექტივში. გარშემო მყოფებისთვის ოთხიანი სიტყვის კაცია. აუცილებელია, რომ 2020 წელს შრომა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსოთ. 2020 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი წარმატებას გპირდებათ ყველა იმ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. კარგი წელია თვითრეალიზაციისთვის, დასახული მიზნების მიღწევისთვის, მნიშვნელოვანი გარიგებებისთვის. მთვარია, სწორად გათვალოთ თქვენი ძალები.
  • 5. ხუთიან არ უყვარს სიტყვები: "არ შეიძლება" და "შეუძლებელია". ის არის ანალიტიკოსი, რომელიც ყველაფერს დეტალურად განიხილავს და სამყაროს გამადიდებელი ლუპით უყურებს. ხუთიანი დაგმობს წესებსა და კანონებს, თუ ისინი მას სულელურად მოეჩვენება. ეს ადამიანები მარტივად აბამენ კონტაქტებს, სიამოვნებთ ინტელექტუალურად მაღალგანვითარებულ ადამიანებთან საუბრები. მათ ხასიათში სამი მთავარი უარყოფითი მომენტი აქვთ: უპასუხისმგებლობა, ფეთქებადობა და სწრაფვა ჰედონიზმისკენ. 2020 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი ხუთიანებს გირჩევთ: მარტო ყველა საქმეს ვერ გაუმკლავდებით, გვერდით დაიყენეთ საიმედო და გამოცდილი ადამიანები. მეტალის თეთრი ვირთხის წელში ყველაზე თამამი იდეები უნდა განახორციელოთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ფინანსებისადმი. ინვესტიცია და წარმატებულ პროექტებში ფულის დაბანდება სარგებელს მოგიტანთ. მარტოხელა ხუთიანებს შანსი მიეცემათ მოიწყონ პირადი ცხოვრება და იპოვონ პარტნიორი ხანგრძლივი და ბედნიერი კავშირისთვის.
  • 6. ექვსიანი პერსონალური ციფრია მათი, ვისაც შეგვიძლია სამართლიანი, თვითშეწირული და სუფთა ადამიანი ვუწოდოთ. ამ თვალსაზრისით ისინი კეთილშობილ რაინდებს ჰგვანან, რომლებიც სხვების ბედნიერებისთვის საკუთარ თავს სწირავენ. ეს ადამიანები ყურადღებით ექცევიან გარშემო მყოფებს და სულით ხორცამდე ალტრუისტები არიან. ექვსიანსაც აქვს ხასიათში უარყოფითი თვისებები: მას ხანდახან თავხედობა ახასიათებს, ესეც დაჩაგრულების დასახმარებლად. 2020 წელი ექვსიანებს მოუტანს შესაძლებლობას, რომ პროფესიაში წარმატებას მიაღწიონ. ზოგიერთები ჰობის შემოსავლის წყაროდ გადააქცევენ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. დაქორწინებულები გლობალურ ცვლილებებს ნუ ელით. სიმშვიდე და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე წელი გელით.
  • 7. შვიდიანებს ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის წელი დაგიდგათ. მუდამ ლოგიკურად იაზროვნებთ და კარგად გაანალიზებთ მოვლენებს. გარშემო მყოფებისთვის სიბრძნის განსახიერება ხართ. ამიტომ რჩევისთვის ხშირად მოგაკითხავენ. შვიდიანი ხანდახან შეიძლება ინტროვერტივით მოიქცეს. შეიძლება საკუთარ თავთან განმარტოება დიდი ხნით გაგიგრძელდეთ. მათ არ მოერიდებათ გარშემო მყოფების უხეშად გაკრიტიკება, ხალხის მასასთან დაპირისპირება, საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირება. ნუმეროლოგიური პროგნოზი მოვლენებით დატვირთულ, დინამიკურ 12 თვეს გპირდებათ. ახლა აჩქარება და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება არ გარგებთ. შვიდიანი განვითარების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას მოგცემთ. ზოგიერთი დიდი ხნის წინ დაწყებულ პროექტებს დაასრულებს. ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ გრძნობა თქვენთვის სიმპათიური ადამიანისადმი.
  • 8. რვიანი ბუნებით პრაქტიკული და მატერიალისტი პიროვნებაა. მათ ხშირად აქებენ საუკეთესოდ შესრულებული საქმისთვის, კარგად წარმართული მოლაპარაკებისთვის. მათ შეუძლიათ მიზნებს მიაღწიონ. მათ კეთილი ტყუილის თქმა არ ახასიათებთ, სიმართლეს ყველგან იტყვიან, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს. ზოგჯერ მათთან ურთიერთობა რთულია, რადგან ამაყები და ქედმაღლები ხდებიან. ნუმეროლოგიური პროგნოზი მშვიდ წელს გპირდებათ. მთავარია, თავად შეანელოთ ტემპი, გამონახოთ დრო დასვენებისთვის, ძალების დაზოგვისთვის. მეტალის თეთრი ვირთხა კარიერაში დაწინაურებას გპირდებათ. ამასთანავე, მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გვერდით, მათ პრობლემებზე კი თვალს ნუ დახუჭავთ.
  • 9. ცხრიანები გარშემო მყოფებს შინაგანი სილამაზით ხიბლავენ. რბილი და კეთილგანწყობილები არიან გარშემო მყოფების მიმართ. ეს მედლის ერთი მხარე იყო. მეორე მხარე კი გვამცნობს, რომ ცხრიანებს უყვართ მოვლენების დრამატიზება, უჭირთ გრძნობების კონტროლი. ხანდახან გარშემო მყოფებისთვის ძნელია მათი გაგება და მიღება. 2020 წელი საქმეებით დატვირთულ წელს გპირდებათ. წარმატების გზაზე უამრავი წინააღმდეგობა გადაგეღობებათ, მაგრამ მათ ფრთხილად და დაკვირვებულად გადალახავთ. კონცენტრაცია მოახდინეთ კონკრეტულ საკითხებზე. ახალ წამოწყებებში ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ