ავტორი:

"ძუძუს გადიდება ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს" - კოტე მათითაშვილი ქალებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს

"ძუძუს გადიდება ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს" - კოტე მათითაშვილი ქალებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს

დღეს ძუძუს პლასტიკურ ოპერაციას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქალბატონი იკეთებს. ამ ოპერაციაზე მოთხოვნა საქართველოშიც დიდია. რა საფრთხე არსებობს ძუძუს პლასტიკასთან დაკავშირებით, რა სახის ინპლანტებია ყველაზე მოთხოვნადი და რა პერიოდი სჭირდება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას - ამ თემაზე პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვესაუბრება. ის იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს, რაც მას და მის კოლეგას, პლასტიკურ ქირურგს ალექსანდრე კალანტაროვს წლების განმავლობაში დაუგროვდათ.

- რაც ძუძუს ქირურგიას შეეხება და რაც ჩვენსა და მსოფლიო პრაქტიკაში ხდება, ამ თემამ აქტუალობა მართლაც მოიპოვა. საუბარი მაქვს იმპლანტებზე, რითიც ძუძუს გადიდების მიზნით ოპერაცია XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. თავიდან, რა თქმა უნდა, რისკებთან იყო ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ ყველაფერი დრომ დახვეწა, ახლა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ოპერაციად მიიჩნევა. თუკი პაციენტი წინასაოპერაციო პერიოდში სათანადოდაა შესწავლილი, არ აქვს დამატებითი რისკფაქტორები, დღეს იმპლანტით ძუძუს გადიდების ოპერაცია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

- და მას ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასთან არანაირი საერთო არ აქვს?

- ძუძუს ინპლანტის არსებობა ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს, ეს მსოფლიოში დადასტურებულია სამედიცინო კვლევების შედეგებით. გარკვეული რისკები, რაც ძუძუს ინპლანტით გადიდების შემდგომ შეიძლება იყოს, ეს კაფსულარული კონტრაქტურა და ინფექციის განვითარებაა, მაგრამ ესეც იმდენად მინიმალურია, რომ თუ ამ ყველაფერს ტრაგიკულად ვერ შევაფასებთ, მაშინ ავტომობილით მგზავრობის და ქუჩაში გასვლისაც უნდა გვეშინოდეს. რაც შეეხება ტექნოლოგიებს - დღეს უკვე მსოფლიოში ინპლანტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე აქტიურად იყენებენ და აკვირდებიან. გამოიყენება პრაქტიკულად სილიკონის შემავსებლით და სილიკონისგარსიანი, არის კიდევ სხვადასხვა ტიპის ინპლანტები, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა ამაზეა.

- თუ იცვლება ინპლანტი?

- არ აქვს შეცვლის ვადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინპლანტი გარეგანი ფაქტორისგან გამომდინარე დაზიანდა, მოხდა მისი ტრავმატიზაცია, შეიძლება იყოს ჭრილობაც, ვინაიდან დაზიანებულ ინპლანტს თვითრეგენერაციის უნარი არ აქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი შეცვლა. შეიძლება ასეც იყოს, რომ ადამიანს გაუჩნდეს უფრო გადიდების, ან მისთვის სხვა ფორმის მიცემის სურვილი. მოკლედ, სხვა რისკები ამ ოპერაციას არ ახასიათებს. თუკი პაციენტს აქვს დამატებით მიდრეკილება ონკოდაავადების განვითარებისკენ, ამ შემთხვევაში, ძალიან მშვიდად გამოიყენება ინპლანტები, ან ერთდროულად კეთდება ამ დაზიანებული, თეორიულად რისკის ქვეშ მყოფი სარძევე ჯირკვლის კანქვეშა ამპუტაცია, ძუძუს რეკონსტრუქცია სწორად ინპლანტის გამოყენებით.

- იმისთვის, რომ ეს ოპერაცია ჩატარდეს, ორგანიზმი რა მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს?

- ადამიანი უპირველესად ჯანმრთელი უნდა იყოს, რომ ძუძუს ინპლანტაცია გაკეთდეს. არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრობლემა იმუნურ სისტემასთან, არც ქრონიკულად მიმდინარე რაიმე დაავადება, რომელიც განსაკუთრებული მედიკამენტების გამოყენებას საჭიროებს. ეს შეიძლება სხვა მეორადი გართულების მიზეზი გახდეს. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად, ყველა ქალი, ვისაც ამის სურვილი აქვს, ოპერაციას ექვემდებარება. ხანდახან იშვიათი გამონაკლისებიც არის, როდესაც რეკომენდებული არაა ამ პროცედურის წარმოება.

- რა პერიოდი სჭირდება რეაბილიტაციას?

- კლინიკაში პაციენტის მოსვლიდან დაწყებული, ანუ პირველი ვიზიტიდან (ინპლანტის საქართველოს ქსელში არსებობა-არარსებობაც რომ გავითვალისწინოთ, რადგანაც ევროპიდან შემოდის), ჩვენგან პაციენტი მაქსიმუმ სამ კვირაში თავისუფალია.

- ოპერაციის, ძირითადი რეაბილიტაციის, პოსტოპერაციული ზედამხედველობის ჩათვლით?

- დიახ, სამ კვირაში შეუძლია სხვა ქვეყანაში გაფრინდეს... თვითონ ოპერაციის ხანგრძლივობა ერთი საათია. შემდეგ ერთი ღამე სტაციონარში, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩება. ძირითადი რეაბილიტაცია 2 კვირაა, როდესაც უფრო ფრთხილად და ფაქიზად უნდა მოეპყრას თავის სხეულს, ვიდრე შემდგომ პერიოდებში.

- ძუძუს ინპლანტი რა ასაკის ქალბატონებში კეთდება?

- 16-18 წლიდან, როდესაც სოციალური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური სტატუსი ადამიანს უკვე ჩამოყალიბებული აქვს და საკუთარ თავში დარწმუნებულია, რომ მას აქვს რეალურად ობიექტური სტატუსი, რომ იმპლანტის გამოყენებით გაუკეთდეს ოპერაცია. ზედა ზღვარი ამ ოპერაციას არ აქვს.

- უშლის თუ არა ხელს ძუძუს ინპლანტი ლაქტაციას?

- როდესაც დედა გენერაციულ ფუნქციას აგრძელებს და უნდა, ეს კეთილი, სასარგებლო ფუნქცია გამოიყენოს, ამ შემთხვევაშიც უკუჩვენება არ არის. პაციენტი ყოველთვის გაფრთხილებულია, თუკი ბავშვი ძუძუთი იკვებება და დედას აქვს ინპლანტი, შეიძლება შეიცვალოს ძუძუს ფორმა - ეს არის ძირითადი მომენტი, რისთვისაც სათანადო მედიკამენტს იღებს და მშობიარობის შემდგომ, მედიკამენტის საშუალებით ლაქტაცია წყდება. თუმცა ბევრი მაგალითი არსებობს ჩვენშიც და უცხოეთშიც, ვინც ძუძუთი გამოკვება ბავშვი და ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება და მამოპლასტიკა განმეორებით არ დასჭირვებია. ხოლო ლაქტაციის პერიოდიდან მინიმუმ 8 თვე უნდა იყოს გასული, ძუძუმ თავისი საბოლოო ესთეტიკური ფორმა დაიბრუნოს.

- უკმაყოფილო პაციენტებიც ხომ არსებობენ, რომლებმაც შეიძლება თქვან - ასეთი კი არა, ისეთი უნდოდათ...

- პაციენტები კმაყოფილები არიან, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, სხვა სურვილები ჰქონდა, სხვა შედეგს ელოდა და სხვა მიიღო, მაგრამ ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება... თუ ვეუბნებით, რომ 300-ლიტრიანი მოცულობის ინპლანტი გამოიყენონ, ყოველთვის არის პირობითი ჭიდილი - დიდი ხომ არ იქნება? ხშირად ჩენი შეთავაზება ამართლებს... სხვა შემთხვევაში, ფორმა, მოცულობა, ინპლანტი და ძუძუს ვიზუალი ოპერაციამდე თანხმდება და ისეთ დეტალებამდე, რომ ოპერაციის შემდეგ უკმაყოფილება არ არსებობს.

- გამოცვლის მიზნით თუ მოუმართავთ?

- რა თქმა უნდა. გასულა დრო, როდესაც აღარ მოსწონთ თავისი ძუძუ და უფრო დიდი მოცულობის უნდათ, ან მეტად აწევა, ფორმის შეცვლა, თუ ერთი ინპლანტი დაზიანდა და ორივეს შეცვლა აუცილებელია. ასეთი შემთხვევები სამდიცინო პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, არის.

- საერთოდ რომ ამოუღიათ ინპლანტი, მსგავსი ფაქტი თუ გქონიათ პრაქტიკაში?

- ასეთი ჩვენს პრაქტიკაში ორი შემთხვევა იყო, როდესაც გაკეთებული ძუძუს შემდგომ, ადამიანმა თქვა, რომ ძუძუს ინპლანტი აღარ უნდოდა. ამოვუღეთ და ამას კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებასთან კავშირი არ ჰქონია.

- ფასი რამდენად ხელმისაწვდომია?

- ეკონომიკური კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, რა ფასიც დაახლოებით 5-7 წლის წინ იყო, ზუსტად იგივე ფასი გვაქვს - 8.500 ლარი. ეს თანხა სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, ბევრად იაფია.

- რეგიონებიდან მიმართვიანობა თუ გაქვთ?

- ნაკლებად აქტიურობენ - ძირითადად ბათუმი, ქუთაისი, მაგრამ რაოდენობის მიხედვით წამყვანი მაინც თბილისია...

- როგორია თქვენი რეკომენდაცია?

- მთელი მსოფლიოს მედიცინა დაავადებების პრევენციაზეა გადასული. რაც შეეხება ძუძუს, განსაკურებით, 40-45 წლის ასაკის პოსტ მენოპაუზის პერიოდი, ან ვთქვათ, მანამდე, პროფილაქტიკის მიზნით, თავის დროზე უნდა დაიწყოს სათანადო გეგმიური დიაგნოსტიკური კვლევები, რომ თავიდან აიცილოს ძუძუს კიბო. ხოლო თუ ოპერაციას გაიკეთებს, ძუძუში ინპლანტს ჩაიდებს, აიწევს, მე ვერაფერს ვურჩევ გარდა იმისა, რომ ყურადღებით იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და მაშინ ყველანაირად დაცულები იქნებიან - დაავადებებს აცდებიან.