ავტორი:

ვინ არის 80 წლის ქალი, რომელსაც ცნობილი რაჭული ხის სახლი ეკუთვნის - "ბევრი უცხოელი მოდის, აივანზე სურათებს იღებენ"

ვინ არის 80 წლის ქალი, რომელსაც ცნობილი რაჭული ხის სახლი ეკუთვნის - "ბევრი უცხოელი მოდის, აივანზე სურათებს იღებენ"

რაჭაში, სოფელ გონაში, ეს ძველი სახლი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას ნამუშევრით გაიცნო. დღეს ის უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს. სოფელ გონას კი სოციალურ ქსელში პატარა შვეიცარიაც უწოდეს.

ვინ ცხოვრობს ამ სახლში და როგორ გამოიყურება ის შიგნიდან. ამის შესახებ სახლის მასპინძელი, 80 წლის ნაზიკო ლობჯანიძე shin.ge-სთან საუბრობს. ის სახლში სტუმრების სიმცირეს არასდროს უჩივის. როგორც თავად ამბობს, ეს სახლი მომსვლელებს მცირე დროში აყვარებს თავს.

- ეს სახლი, დაახლოებით 1975 წელს აშენდა. გონაში გეოლოგების ჯგუფი მუშაობდა, ამ სახლში მუშები ცხოვრობდნენ. აქ გადამამუშავებელი ფაბრიკაც იყო, საბავშვო ბაღები, სკოლა, საავადმყოფო. შემდეგ შეწყდა წარმოება. ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობდით. 1992 წელს ქვეყანაში არეული სიტუაცია რომ იყო, სახლში ორი მოხუცი მყავდა, დედამთილი და ბიცოლა. გადავწყვიტეთ, რომ მოხუცებს იქ ვეღარ შევინახავდი და წავედით გონაში. ჩემი მეუღლე ქარხანაში მუშაობდა, იმ წელს პენსიაში გავიდა, მეც დავანებე სამსახურს თავი და წამოვედით. გონაში მიტანილი გვქონდა ბლოკი და სახლი უნდა აგვეშენებინა. რომ მივედით, ეს სახლი მიტოვებული იყო.

სახურავში წყალი ჩამოდიოდა, ფაქტობრივად, ნახევრად დაშლილი იყო. ვიდრე ჩვენს სახლს ავაშენებდით, შევაკეთეთ, გადავხურეთ. 1992 წლიდან ვცხოვრობთ აქ და რომ არავინ მოვიდა, შემოვრჩით. შვიდი ზამთარი სამი ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. ძალიან რთული პირობები გვქონდა, ღამით რომ დავწვებოდით, დილით ჭიქაში წყალი გაყინული გვხვდებოდა. 2010 წელს კაპიტალური რემონტი გავუკეთეთ, საძირკველი გავუმაგრეთ. სამი წელიწადი სასამართლო მქონდა. გეოლოგიის თანამშრომლებს აქვს პრეტენზიაო. იმ პიროვნებამ, ყალბი საბუთებით მოხერხა სახლის გაფორმება, მაგრამ ჩამოართვეს უფლებები. ახლა საბუთები მაქვს შეტანილი რაიონში, რომ დამიკანონონ.

- სახლი მთლიანად ხისაა?

- მეორე სართულია ხის, ქვედა ბლოკითაა აშენებული. შიგნით ფანერია გამოკრული.

- ამდენი წლის შემდეგ, რამდენად მყარია შენობა და ხშირმა მიწისძვრამ ხომ არ იქონია გავლენა?

- ხე არ ინგრევა. ჩვენ საძირკველი გავუკეთეთ, ბეტონიც ჩავასხით, მყარი და უსაფრთხოა.

- სულ რამდენი ოთახია?

- თავიდან რვა ოთახი იყო. კოლიდორული სისტემაა. მერე შევცვალეთ, კორიდორი ერთ ოთახთან გავაერთიანე და ერთ ოთახში სააბაზანო გავაკეთე. ახლა ექვსი ოთახია...წაიკითხეთ სრულად

მთავარი ფოტო: გიორგი ნიკოლავა

"მცირეწლოვანი ბავშვებით ვარ აქ... ჩემი სახლიღა დარჩა ნაპირზე და წაიღებს" -  ონში მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს

რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია

COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა - რა წერია შემაჯამებელ ანგარიშში