ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე (ფოტო)

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე (ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას ესწრება. ფოტოები პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

მანამდე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად ტახტზე ასვლის ცერემონიასაც დაესწრო. იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. ცერემონიას ასევე ესწრებოდა 180 ქვეყნის 2000 წარმომადგენელი.

სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით ორი დღის წინ გაემგზავრა. მან უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 25 ოქტომბერს დასრულდება.

"პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების კამპანია ივანიშვილის მომზადებულია" - სააკაშვილი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"