ავტორი:

"ფატალურ შედეგს გადავრჩი... ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო

"ფატალურ შედეგს გადავრჩი... ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა საააგენტომ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე რესტორანში - "ჩემო კარგოს ქარხანა“ მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის მიზეზი მომღერალ სოფო ტოროშელიძის ფეისბუქ-სტატუსი გახდა, რომელმაც დაწერა, რომ რესტორანში ვახშმობის შემდეგ, მისი ოჯახის ოთხი წევრი მოიწამლა:

"რამდენიმე დღის წინ რესტორან "ჩემო კარგოს ქარხანაში", რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე, მოიწამლა 4 ადამიანი. მათ შორის ჩემი მცირეწლოვანი შვილი! ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს.

კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი ორი მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!“ - წერს სოფო ტოროშელიძე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ მომღერალმა ინფორმაცია მიაწოდა სურსათის ეროვნულ საააგენტოს. როგორც, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში რესტორნის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება.

"იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები რესტორანში მისული, ჩაატარეს ყველა საჭირო პროცედურა. აიღეს კვლევის ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და აუცილებლად გავასაჯაროებთ.

კრიტიკული შეუსაბამომების აღმოჩენის შემთხვევაში ჩერდება საწარმო, ვიდრე არ აღმოფხვრის პრობლემას და ჯარიმდება ათასი ლარის ოდენობით" - გვითხრა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ ჩაჩანიძემ.

AMBEBI.GE ცდილობს რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანას“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა