ავტორი:

"აშშ-ს ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს" - ამერიკელი პოლიტიკოსი ინიციატივით გამოდის

"აშშ-ს ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს" - ამერიკელი პოლიტიკოსი ინიციატივით გამოდის

ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე.

Proposal: US troops leaving Syria could be sent to Georgia & become an “over the horizon” force to respond quickly if ISIS reconstitutes.

USA could use old Russian base at Akhalkalaki which is only 460 miles (740km) from Raqqa.

Georgia more dependable than Iraq right now. 👇🏻 pic.twitter.com/VdIjEONwcO
— Luke Coffey (@LukeDCoffey) October 24, 2019

კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის განსათავსებლად ახალქალაქში მდებარე რუსეთის ყოფილი ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც სირიის ქალაქ რაქას 740 კილომეტრით არის დაშორებული. კოფის „ტვიტერის“ გვერდზე შესაბამისი რუკაც აქვს გამოქვეყნებული იმ ადგილის მითითებით, სადაც შეიძლება განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები და აღნიშნულია, რა მანძილით არის დაშორებული ლოკაცია სირიის ქალაქ რაქას.

„ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - აღნიშნავს ლუკ კოფი.

მოგვიანებით კი მან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა - მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა, დაძაბოს. ამერიკელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების ავტორები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს არ იცნობენ.

„ბევრი ამბობს, „როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის ამბავი“? ეს მხოლოდ 750 კილომეტრია. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ამის დაძლევა შეუძლიათ. მათ, ვინც ამბობს, „როგორ იქნება საქმე თურქეთთან?“, არ ესმით თურქეთ- საქართველოს ურთიერთობა. დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება“, - წერს ამერიკის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის „ჰერითეიჯ ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთან, მისი ინფორმაციით, „ეს საკითხი არ არის განხილული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ“.

"დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "კოვაქს" პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა, ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა" - გამყრელიძე

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი კორონავირუსია" - ამირან გამყრელიძე ტიკარაძესთან უთანხმოებაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები