ავტორი:

მეუფე იაკობი - გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო

მეუფე იაკობი - გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო

გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

მისივე თქმით, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

მეუფე იაკობის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შედგა.

„კვირიკაშვილის დროს დამიძახეს შეხვედრაზე. კვირიკაშვილი იყო, ვახო გომელაური იყო და ცოტა დაგვიანებით მოვიდა გახარია. „მეჩალიჩებოდნენ“, ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე მაგათ ვუთხარი: ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ მეთქი.

პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე - მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური. ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა.

მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"