ავტორი:

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის - ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის - ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის. მისი თქმით, ჯერჯერობით ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

"ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერჯერობით ზუსტდება. ადგილზე შესულები არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები და მუშაობენ. შესაბამისად, ყველა დეტალს შეგატყობინებთ მოგვიანებით. ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არის მხოლოდ ერთი დაშავებული, არ არის მძიმე მდგომარეობაში, თავის ფეხით ჩამოვიდა ეს ადამიანი ბინიდან, სადაც მოხდა ეს აფეთქება. ყველა სხვა დეტალი დგინდება. როგორც ცნობილია, ის გადაყვანილია ხეჩინაშვილის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ყველა მომხმარებელს მინდა შევახსენო, უმორჩილესად გთხოვთ, ახლა არის ზამთრის პერიოდი, რა დროსაც უკვე იხურება ფანჯრები, შესაბამისად, შესაძლებელია უბრალო დაუდევრობამ გამოიწვიოს არა მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი ფართისთვის და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება, არამედ მეზობლებისთვისაც", - განაცხადა მიქიაშვილმა.

ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

"აფეთქებულია მეხუთე სართული" - რა ვითარებაა თევდორე მღვდლის ქუჩაზე და როგორია პირველადი დასკვნა მომხდარის მიზეზებზე

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიისას დაღუპულები და-ძმა არიან, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე - წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები