ავტორი:

ინფორმაცია, რომ პატრიარქი გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას,სიცრუეა - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

ინფორმაცია, რომ პატრიარქი გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას,სიცრუეა - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი

დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ატარებს რამდენიმე დღეს რეზიდენციაში და ისევ ბრუნდება ქალაქში, - ეს განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საპატრიარქოში გააკეთა.

ამასთან, მან ჟურნალისტებს წინასწარი მკვეთრი განცხადებების გაკეთებისა და „გზაჯვარედინზე მოსმენილი ამბების“ გაჟღერებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, კიდევ უფრო ძაბავს საზოგადოებას და მის უარყოფითად დამუხტვას იწვევს.

„მინდა ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს, სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. საზოგადოება ისედაც დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას, ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართველ საზოგადოებას, რომელიც ძაბავს მათ და იწვევს მათი კიდევ უფრო უარყოფითად დამუხტვას.

დღეს რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით - ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ის ატარებს რეზიდენციაში რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში",- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე ცაავა მონასტერში გამწესდა

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეზე - "ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი!"

„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“