ავტორი:

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ჩრდილოეთ სირიაში, ციხეებში ქურთ სამხედროებს „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით წევრი ჰყავთ დაკავებული. „ფრანს პრესის“ ფოტოგრაფებმა დაწესებულებებში შესვლა და სურათების გადაღება შეძლეს.

როდესაც თურქეთმა ქურთების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, ციხეებში ქაოსი შეიქმნა. ქურთული ძალების წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ რამდენიმე ტერორისტმა გაქცევა შეძლო, თუმცა საბოლოოდ, სიტუაციის კონტროლი შესაძლებელი გახდა.

ფოტოებზე ჩანს, რომ უნიფორმებში ჩაცმული მამაკაცები ციხეების იატაკზე წვანან - თავისუფალი ადგილი, ფაქტობრივად, აღარ არის. ჯიჰადისტები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ სამშობლოებს მათი უკან მიღება არ სურთ.

5000 ათას პატიმარს შორის სირიელები, ერაყელები, ბრიტანელები, ფრანგები და გერმანელები არიან. ისინი ხუთი წლის წინ „ისლამური სახელმწიფოს“ საერთაშორისო არმიის ჩამოყალიბების დროს ჩავიდნენ სირიაში.

დაჯგუფებას ბრალად ედება უამრავი მკვლელობა, გაუპატიურება, ადამიანების ტყვედ აყვანა, მათი სიკვდილით დასჯა.

22 წლის ბრიტანელი ასილ მატანი ამბობს, რომ სამშობლოში სურს დაბრუნება. უელსი მან 17 წლის ასაკში დატოვა და ჩრდილოეთ ერაყში, მოსულში ძმას შეუერთდა.

როდესაც მისი ძმა მოკლეს, ის სირიაში, რაქაში გადავიდა.

„ბრიტანეთში მინდა დაბრუნება,“ - ამბობს მატანი და აღნიშნავს, რომ ნანობს 2014 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, გამხდარიყო ალ-ბაღდადის მიერ ჩამოყალიბებული არმიის წევრი.

ციხეში მყოფი პატიმრების თითქმის მესამედი ავად არის და მკურნალობა სჭირდება, მათ შორის ბევრი C ჰეპატიტითა და შიდსით არის დაავადებული.

ციხეში ბევრი პატიმარი არასრულწლოვანია, უკვე თვეზე მეტია არცერთ მათგანს მზე არ დაუნახავს.

ტერორისტები რუხ საფენზე წვანან, რომელიც ცივ იატაკზეა დაფენილი. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება გარეთ. ტერორისტებმა არც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ იციან.

რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“