ავტორი:

არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული ს.ფ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 მაისს, ს.ფ.-მ მის 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ს.ფ. 2019 წლის 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.ფ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"6 წლის გოგონა საძინებელში შეიყვანა, გახადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა" - ლაგოდეხში ოჯახი 58 წლის მამაკაცის დასჯას ითხოვს

მკვლელობა ლანჩხუთში - მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

გუდაურში მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ