ავტორი:

"სულელი გამოდგა და მიამიტი..." - რას წერს არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ

"სულელი გამოდგა და მიამიტი..." - რას წერს არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წმინდა სინოდის სხდომაზე და სხდომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. აი, რას წერს გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ, რომელიც პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

"ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ძალიან მეცოდება პეტრე ცაავა. ის 17 წელია მღვდელმთავარია, ბევრი კარგი საქმეც აქვს გაკეთებული, ძალიან მალე საკმაოდ წინ წასწია ხევისა და სტეფანწმინდის ეპარქია, დიდი დამსახურებები აქვს ბევრი ადამიანის მოქცევაში, ძველი საეკლესიო კულტურის აღდგენაში, მაგ. ქვის კვეთაში, არაერთი ტაძარი აღადგინა, ასევე უცებად განავითარა ჭყონდიდის ეპარქია, შემოქმედებითი ადამიანია, ენერგიული, მოწადინებული... მე რომ ყაზბეგში მონასტერში ვცხოვრობდი, მღვდელმთავარი მაშინ პეტრე ცაავა იყო, იმდენად მიყვარდა ეს ადამიანი, რომ წვერის ფორმაშიც კი ვბაძავდი, მიხაროდა მისი ყოველი დანახვა, მას აქვს უნარი, შეაყვაროს ადამიანებს თავი, ვისთანაც ურთიერთობს...

მაგრამ... სულელი გამოდგა და მიამიტი, უკიჟინეს გვერდიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ჯერ ერთი და ილია მეორეს თუ რამე მიუღებელ ცოდვაში ადანაშაულებდა, სად იყო ეს 17 წელი, ის პირადად პატრიარქის მშობლიური მხარის ეპარქიას წინამძღვრობდა, გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა პეტრე ცაავას ილია მეორესთან...

აღმოჩნდა ისე, რომ სინოდში არც ერთი მღვდელმთავარი არ დაუდგა გვერდით, არადა სულ ცოტა, რამდენიმე ვიცი, ვინც პეტრეს აგიჟებდა, მომართავდა, დიდ რისკებზე წავიდა პეტრე, ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკურ პოლუსებთან ორივესთან სპეკულირებდა, ერთ ნიღაბს იქმნიდა და მეორესაც თან ადებდა, ანტირუსულ ძალებთან თანამშრომლობდა თითქოს და ყველაზე მეტად რუსული ძალისა და ფინანსების მიტროპოლიტის ინტერესებს ახორციელებდა... შემდეგ სულაც "ასტრალში" აღმოჩნდა, თავი მოწამედ წარმოიდგინა...

გამოვიდა ისე, რომ ყველა ძალამ თან გამოიყენა და თან გადააგდო, როგორც პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე შიდა საეკლესიო ძალებმა.

სულელი აღმოჩნდა მეუფე პეტრე, მხილების ნაცვლად, ეკლესიის ნგრევას ცდილობდა, თავის რაღაც ან შეკვეთილი ან საკუთარი იდეები ჰქონდა ეკლესიის მართვაზე და ფიქრობდა, რომ 46 მღვდელმთავარს მისი შეთავაზებებით უნდა ეცხოვრა თავის პატრიარქიანად.

საპატრიარქოს კრიტიკაში ბევრ რამეში მართალიც იყო, შეიძლებოდა ამის შენარჩუნება, მაგრამ კრიტიკა თუ მხილება ომად აქცია, ეკლესიის წინააღმდეგ ომად...

სხვანაირად შეიძლებოდა ყველაფერი, ვინც გაასულელა და მომართა ან ვინც უხდიდა, მათ სინდისზეა ეს ყველაფერი... და მაინც, ზუსტად ვიცი, რომ პეტრე ცაავაზე უფრო დიდი მტრები ეკლესიის ყველაზე გარინდებულები არიან, უმანკო მღვდელმთავრობას თამაშობენ, თითქოს რომ ინტრიგებში არ ერთვებიან, სინამდვილეში კი სწორედ ისინი მართავენ ამ ინტრიგებს, მაგრამ კარგად იმალებიან...

აი, ასე... შემოქმედებითი ადამიანია პეტრე ცაავა, ენერგიული, მონდომებული, მაგრამ გაასულელეს, გააგიჟეს და მერე კი უკვე გადააგდეს... თუ ეყოფა გონიერება მას, მიხვდება რომ მეტი ზიანი არ უნდა მოინდომოს, თორემ მეტ ზიანს კიდევ უფრო მეტადაც გადაჰყვება თავადაც, მით უფრო ხიბლში ასე გასული ძნელია ადეკვატური იყოს... მეტ ზიანს ნურც სხვას და ნურც საკუთარ თავს მოუტანს".

ზაზა ფაჩულიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო - სპორტსმენი გულშემატკივრებს ფოტოს უზიარებს

"თბილისში მარტში მიყვარს ჩამოსვლა, როდესაც ბუნება იღვიძებს" - რა ვიდეოს ავრცელებენ თბილისში მყოფი თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ ცისკარიძე?

"სტუმარი ჩვენს მოცვის ბაღებში" - გიორგი გახარია ძმებ არველაძეებთან ერთად, ფოტოები ოზურგეთიდან