ავტორი:

კახა კალაძის შარვალი, რომელმაც "ფეისბუქზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია - "დემნა გვასალიას დაეცეს მეხი ამის გადარევისთვის"

კახა კალაძის შარვალი, რომელმაც "ფეისბუქზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია - "დემნა გვასალიას დაეცეს მეხი ამის გადარევისთვის"

თბილისის მერის კახა კალაძის სტილი წლებია ქართული და არამხოლოდ ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

კალაძის ჩაცმის სტილზე არაერთხელ იხუმრეს, ბევრი იქილიკეს, გააკრიტიკეს, ხშირად მოიწონეს, თუმცა ფაქტია, რომ მისი იმიჯი, ისევე როგორც მისი პოლიტიკური კარიერა არნახული სიჩქარით განვითარდა. ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ახლა უკვე თბილისის მერი, დღეს საკმაოდ დახვეწილი ჩაცმულობით გამოირჩევა.

გასულ წელს კალაძე რუსულმა GQ-მ რუსეთის 50 ყველაზე მოდურ მამაკაცს შორის, მეექვსე ადგილზე დაასახელა.

გამოცემამ აღნიშნა, რომ თბილისის მერი წლების წინ საფებურთო კლუბ „მილანში“ და საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, შემდეგ კი „პოლიტიკურ ლიგაში“ გადავიდა.

"თუმცა "ხულიგნური" სამოსი კოსტიუმების სამეულებზე არ გაუცვლია. სამოსის გამო ის არანაკლები ყურადღების ცენტრში ხვდება, ვიდრე - მაღალჩინოსნის სავარძლის გამო. „ინსტაგრამზე“ მის ვარდისფერ ქუდს რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდნენ,“ - წერდა GQ.

ამჯერად, მორიგი მითქმა-მოთქმა კახა კალაძის ჯინსის შარვალს მოჰყვა, რომელიც თბილისის მერს ოქტომბრის ბოლოს, საბურთალოზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების დროს ეცვა.

კალაძე ტაშკენტის ქუჩის მიმდებარედ, 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „საბურთალო-1“ და „საბურთალო-3“ საკაბელო ხაზებით შეცვლის პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დაესწრო, რა დროსაც მას ჯინსის "შლაქსის" შარვალი ეცვა.

სწორედ ამ შარვალმა გამოიწვია ინტერნეტმომხმარებლის კრიტიკა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც კალაძეს სტილი მოუწონეს:

"ისე, მილანელ კაცს მოდა არ უნდა ეშლებოდეს"

"ბაბუაჩემს კაი ჯინსი ქონდა და მოვძებნო?"

"ეს და გვარამია გვამხიარულებენ თავისი შარვლებით"

"ჰელოუვინზე იყო თუ სტილია მისი?"

"გადათხრილ ჭავჭავაძის პროსპექტს აპროტესტებს?"

"ბენდუქიძის ნაქონი ხომ არაა ნეტა?"

"დემნა გვასალიას დაეცეს მეხი ამის გადარევისთვის"

"მშვენივრად აცვია. ქარის გამოა ასე..."

"მაგარი ლუქია, მე მომწონს, წინდა დაბალი ყელით ან უწინდოდ მართლა კარგი იქნებოდა"

"ამ კაცში ეს მესაყვარლება" - წერენ "ფეისბუქის" კომენტარებში.

"ძნელია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთისგან შორს ვართ..." - ბერა ცოლს ქორწინების წლისთავს "ინსტაგრამზე" ულოცავს

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

"სულელი გამოდგა და მიამიტი..." - რას წერს არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას შესახებ