ავტორი:

როლანდ დებუსტი: "შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რადგან ქართული Bocuse d’Or ძალიან ჰგავს ლიონში გამართულ ჩემპიონატს"

როლანდ დებუსტი: "შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რადგან ქართული Bocuse d’Or ძალიან ჰგავს ლიონში გამართულ ჩემპიონატს"

Bocuse d’Or Georgia-ს ეროვნული შესარჩევი ჩემპიონატი 2 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა. ოთხმა კუნკურსანტმა: გაბრიელ წიკლაურმა, გიორგი კანკავამ, სოსო ჯაბანაშვილმა და თემო კარდენახიშვილმა თავისი კერძი უკვე წარუდგინა ჟიურის წევრებს. დარჩენილი 4 მონაწილე კი 3 ნოემბერს წარუდგენს საკუთარ კერძს Bocuse d’or საქართველოს ჟიურის.

როგორც Bocuse d’Or Georgia-ს ერთერთმა ჟიურის წევრმა, ვერცხლის ბოკუზის მფლობელმა როლანდ დებუსტმა განაცხადა, აღფრთოვანებულია საქართველოში ბოკუზ დორის ორგანიზების დონით: „შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რადგან ქართული Bocuse d’Or ძალიან ჰგავს ლიონში გამართულ ჩემპიონატს. გარემო ფანტასტიკურია და ყველა მნიშვნელოვანი დეტალიც გახლავთ გათვლილი. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ დიდი სურვილი მქონდა გამესინჯა ქართული კულინარიისთვის დამახასიათებელი გემო, ვეძებდი რაღაც უფრო სპეციფიკურს, თუმცა კონკურსანტების კერძებმა ამის საშუალება არ მომცა. დარჩენილ 4 კონკურსანტს, რომლებიც 3 ნოემბერს წარსდგებიან, ვურჩევ, რომ ქართული კომპონენტი უფრო მძლავრად გამოიყენონ თავიანთ კერძებში“.

Bocuse d’Or Georgia-ს პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა განმარტა, რომ ქართველმა კონკურსანტებმა ღირსეულად გაართვეს თავი საკონკურსო დავალებას: „დღევანდელმა კონკურსმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ვამაყობ იმით, რომ კონკურსანტებმა წარმატებით გაართვეს თავი მათ წინაშე არსებულ დავალებას. ამასთანავე ორგანიზატორებს მინდა მივულოცო ასეთი წარმატებული დღე და მადლობა გადავუხადო მათ, პროექტის მხარდამჭერებს, სპონსორებსა და, რა თქმა უნდა, დამსწრე საზოგადოებას. ვურჩევ ყველას, რომ 3 ნოემბერსაც მობრძანდნენ, რადგან მორიგი დაუვიწყარი შოუ და გემოების ზემი ელით“- ლევან კობიაშვილი. 3 ნოემბერს ჩემპიონატში მონაწილე 8 კონკურსანტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული,რომელიც ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე საქართველოს წარადგენს.

პროექტის ორგანიზატორი: გასტრონავტიპროექტის წარმდგენი: საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაგენერალური სპონსორი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროპროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულინართა ფედერაცია, საფრანგეთისსავაჭრო პალატა, საფრანგეთის საელჩო საქართველოშიოქროს სპონსორი:Porsche, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციასპონსორები: ბორჯომი, ვისოლ ჯგუფიპარტნიორები: STIPFOLD, BSH, Dika gastro, სერვის ჯგუფი, უნისტილი,ლაბორატორია ჩემი სახლი, აგროჰაბი, თბილისი ჰილსი, ვაზისუბნისმამული, მეტალ ტექნიკა, Villeroy & Boch,USAID, Zrda Activity in Georgia, NativeRacha, რესტორანი “ბარბარესთან”, რესტორანი “ფუნიკულიორი”, Mgroup.მედია მხარდამჭერები: პირველი არხი, Gemrielia.ge, OK Georgia, BMG, GeorgiaToday

ვინ ქმნის "Bocuse d’Or Georgia"-ს?

ქადაგების შემდეგ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქი ტაშით და შეძახილებით "მიყვარხარ" გააცილა

პატრიარქი - მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება - გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას