ავტორი:

ვინ არის ქალი, რომელიც კიანუ რივზთან ერთად ხშირად ჩნდება

ვინ არის ქალი, რომელიც კიანუ რივზთან ერთად ხშირად ჩნდება

კიანუ რივზი ინტერნეტმომხმარებლებს განსაკუთრებულად უყვართ, მისი ნათქვამი ფრაზები ხშირად იქცევა მიმებად, მის ფოტოებს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი აზიარებს და ცხადია, ყურადღების ცენტრში ექცევა ყველა, ვინც კიანუსთან ერთად გამოჩნდება.

სოცქსელების მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ქალთან, რომელიც მსახიობთან ერთად ხშირად ჩნდება, რივზს სერიოზული გრძნობები აკავშირებს. ისინი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში, ვახშამზე შენიშნეს. 55 წლის რივზი 46 წლის კომპანიონთან ერთად ხელჩაკიდებული გამოვიდა რესტორნიდან.

ფოტოებმა ინტერნეტმომხმარებლებს მითქმა-მოთქმის საფუძველი მისცა - ისინი ვარაუდობენ, რომ რივზი, ბოლოს და ბოლოს, შეყვარებულია.

თუმცა, როგორც „დეილი მეილი“ წერს, ალექსანდრა გრანტი მხოლოდ კიანუს უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორია.