ავტორი:

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ეფექტური ეპილაციის ტიპი - რჩევები სპეციალისტისგან

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ეფექტური ეპილაციის ტიპი - რჩევები სპეციალისტისგან

ალექსანდრიტი თუ დიოდი? იქნებ სამსხივიანი ან ელექტრო ეპილაცია? - ეს არის თანამედროვე ადამიანისთვის აქტუალური კითხვები, რომელზე სწორი პაუხის მოძებნაც გარშემო არსებული უამრავი მარკეტინგული კამპანიის გამო რთულდება, თუმცა სასურველი მიზნის მისაღწევად აუცილებელია.

რა განსხვავებაა ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპებს შორის და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩენთვის ყველაზე ეფექტური მათგანი? - ამ კითხვებით კლინიკა „მედი პრივეს“ დამფუძნებელ ლიკა ჩახვაშვილს მივმართეთ.

რა პრინციპით მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ლაზერული ეპილაცია?

ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა ტიპი ერთი პრინციპით მოქმედებს. მათ შორის სხვაობა არის სხივების სიგრძე. ეპილაციის შედეგად, კაპილარი, რომელიც თმის ფოლიკულს სისხლით ამარაგებს ანუ კვებავს, უნდა გაქრეს. კაპილარს აქვს გარკვეული ფერი იმიტომ, რომ მასში სისხლი გადის. ლაზერული სხივი სწორედ ამ ფერის საშუალებით პოულობს კაპილარს, ახურებს მას და შედეგად კაპილარი განიცდის ინვოლუციას ანუ მოკვდინებას. ის ფიბროზდება და აღარ არის აქტიური. შესაბამისად, ფოლიკულსაც უწყდება კვება.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფოლიკული აღიდგენს სისხლით მომარაგებას, მაგრამ ის აღარ არის წინანდელივით ძლიერი. ყოველი შემდგომი პროცედურის შემდეგ ფოლიკული უფრო სუსტდება და აღდგენის უნარს კარგავს.

ცუდ და სუსტ აპარატებს ახასიათებს, რომ მისი სხივი საკმარისად ვერ აცხელებს ფოლიკულის ძირს და კაპილარს და მოკვდინების ნაცვლად ახდენს მის დაზიანებას. დაზიანებული ფოლიკული კი ორმაგი ძალით იწყებს რეგენერაციას და უფრო მეტი თმა ამოდის.

თუ სხვადასხვა ტიპის ლაზერული ეპილაცია ერთი პრინციპით მოქმედებს, რა განხვავებაა მათ შორის? რით განსხვავდება დიოდი ალექსანდრიტისა და იაგისგან?

მათ შორის სხვაობა არის სხივის სიგრძე. სხვადასხვა სიგრძის სხივი სხვადასხვა ტიპის, შეფერილობის კანზეა ეფექტური. სხივებს შორის სხვაობას ეფექტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იაგის სხივი არის ყველაზე გრძელი და მისი სიგრძე 1060-1064 ნანომეტრია. ის განსაკუთრებით ეფექტურია მუქი შეფერილობის კანზე. დიოდი არის 805-810 ნანომეტრი სიგრძის სხივი და საშუალო შეფერილობის კანზე გამოიყენება. ალექსანდრიტის სხივი კი 705 ნანომეტრი სიგრძისაა და მას განსაკუთრებით ღია შეფერილობის კანზე გამოიყენებენ. ის უფრო ეფექტურია როდესაც ღია კანი და მუქი ფერის თმასთან გვაქვს საქმე.

პირადად ჩვენ კლინიკაში როდესაც ვარჩევდით აპარატს, გავითვალისწინეთ, თუ რომელი ტიპის კანი და როგორი თმა არის ყველაზე გავრცელებული ჩვენს რასაში. საქართველოში უმეტესად მე-3-4 ტიპის კანი გვხვდება, სადაც კანიცა და თმაც ცოტა მუქია. დიდი კონტრასტები კანსა და თმას შორის იშვიათად გვხვდება. ამ შემთხვევაში კი ოქროს სტანდარტი არის დიოდი, რომელსაც აქვს შუალედური სიგრძის სხივი.

სწორედ შუალედური სიგრძის სხივი არის განატი იმისა, რომ კანი არ დაიწვას. რაც უფრო მოკლეა ტალღა, მით მეტია შანსი იმისა, რომ მუქი შეფერილობის კანი დაიწვას. თუ მუქ კანზე ალექსანდრიტს გავაკეთებთ, მისი მოკლე სხივი ვერ მოახერხებს, რომ ჩასცდეს მელანოციტების დონეს და ზუსტად იმ შრეში იმუშავებს, სადაც მელანოციტები არის აქტიურად განლაგებული. შედეგად კი მივიღებთ დამწვრობას. დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გვჭირდება სხივი, რომელიც გარკვეულწილად ჩასცდება მელანოციტების შრეს. სწორედ ამიტომ არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ალექსანდრიტის ლაზერით ვიღებთ დამწვრობას. ლაზერის ეს ტიპი მასიურად ჩვენი რასისთვის არ არის გათვლილი.

როგორც ირკვევა, ქართველებისთვის ყველაზე მისაღები დიოდური სხივია. სხვადასხვა მწარმოებლის დიოდურ აპარატებს შორის არის სხვაობა? ჩვენთვის ყველაზე ეფექტური დიოდი როგორ უნდა შევარჩიოთ?

დიახ, დიოდებს შორისაც არის სხვაობა. ეს არის 805-810 ნანომეტრი სიგრძის სხივი. 805 ნანომეტრიანი დიოდური სხივი კომპანია Lumenis-მა შექმნა და დააპატენტა ტექნოლოგია Lumenis lightsheer. ამ ტიპის და ამ სიგრძის დიოდური სხივი დღემდე მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად ითვლება. ჩვენს კლინიკაში გვიმუშავია როგორც ამ, ისე სხვა დიოდური აპარატებით და განსხვავება მართლაც შესამჩნევია. ზოგადად, ეს არის მწარმოებელი, რომელმაც პირველმა შექმნა და გამოიყენა ლაზერი სამედიცინო და ესთეტიკური მიმართულებით. შესაბამისად, მათი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში ყველაზე დიდია. უსაფრთხოებაც მაქსიმალურად აქვთ დაცული.მისი უპირატესობა კვლევებით არის გამყარებული.

Lumenis-ის ბოლო თაობის აპარატი კი კონკურენტებთან შედარებით ძალიან დახვეწილია. მისი სხივი გარკვეულწილად უფრო მაღალი სიმძლავრისაა, მაგრამ ამავდროულად უფრო ეფექტურიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ვაკუუმ ტექნოლოგია, რომელიც კანზ დაზიანებისგან მაქსიმალურად იცავს.

ეპილაციის ტიპის სწორად შერჩევის გარდა, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მკურნალობის ეფექტურობა?

საჭირო პროცედურების რაოდენობა და მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: სქესი, ასაკი, ჰორმონალური მდგომარეობა, წელიწადის დრო და გეოგრაფიული მდებარეობა. მაგალითად, ეპილაციას ზაფხულში უფრო ხშირად იკეთებენ, ვიდრე ზამთარში. რეალურად კი პროცედურა სიცივეში უფრო ეფექტურია, ვიდრე სიცხეში.

როცა ეპილაცია კარგი აპარატით კეთდება, საბოლოო შედეგის მისაღებად 5-10 პროცედურაა საჭირო. ზოგადად ერთი პროცედურის დროს ფოლეკულების 10-20% არის აქტიური და სწორედ ეს ნაწილი განიცდის სხივის ზემოქმედებას. აქტიური ფოლეკულების რაოდენობას კი წინასწარ ვერავინ გათვლის. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ 5-10 პროცედურაა საჭირო. თუ 2-3 პროცედურის შემდეგ გარკვეული შედეგი მიღწეული არ არის, აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ან რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია და დადგენა რამე სახის ჰორმონალურ პრობლემასთან ხომ არ გვაქვს საქმე.

წელიწადში ერთხელ კი შემარაჩუნებელი პროცედურების ჩატარებაა საჭირო.

მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია

ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა მილიონ ლარს

„ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ’ – ‘დაკარგული’ ფულის დაბრუნება