ავტორი:

ბინები ისანში არქისგან

ბინები ისანში არქისგან

არქი ისანი დიდ საცხოვრებელ პროექტს წარმოადგენს, რომელიც 5 ბლოკისგან შედგება, მომავალში კი აქ სასტუმროს მშენებლობაც იგეგმება. არქი ისანი A-ს მშენებლობა უკვე დასრულდა და არქელები ბედნიერად ცხოვრობენ. არქის დასრულებულ პროექტში ბინების რაოდენობა შეზღუდულია, რადგან მშენებლობის პროცესშიც კი უძრავი ქონება დიდი სისწრაფით იყიდებოდა. 24-სართულიანი არქი ისანის A ბლოკი 317 ბინას აერთიანებს, ხოლო მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილ დახურულ ავტოფარეხს 131 მანქანის დატევა შეუძლია.

არქი ისანი B მიმდინარე მშენებლობაა, რომლის დასრულებაც სულ მალე იგეგმება. ეს არის 22-სართულიანი პროექტი, რომელიც იტონგის ენერგოეფექტური ბლოკით შენდება. ბლოკი გამოირჩევა თბოსაიზოლაციო თვისებებით, რაც ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. აქედან გამომდინარე, არქელებს აღარ მოუწევთ ზედმეტი ენერგია დახარჯონ ბინის გათბობასა თუ გაციებაზე, ამით კი კომუნალურ გადასახადებსაც შეამცირებენ. KNAUF-ის უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით და ჰაიდელბერგცემენტის უმაღლესი ხარისხის ბეტონით მშენებარე არქი ისანი B მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსად მოგვევლინება. მაღალი ხარისხის ლიფტები და 5-დონიანი ღია და დახურულ ავტოსადგომი არქელების ცხოვრებას მეტად კომფორტულსა გახდის. არქი ისანი A და არქი ისანი B მაცხოვრებელს თეთრი კარკასით ბარდება.

არქი ისანი C ბლოკი ასევე მშენებარე პროექტია, რომლის მშენებლობა სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. 18-სართულიანი შენობა იტონგთან ერთად KNAUF-ის უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებითა და ჰაიდელბერგცემენტის ასევე უმაღლესი ხარისხის ბეტონით შენდება. არქი ისანი C მაცხოვრებელს პრემიუმ კარკასით ჩაბარდება, რაც გულისხმობს თეთრ კარკასს დამატებული გაყვანილი გათბობის მილები და დაბალემისიური მინები. ეს უკანასკნელი ამცირებს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სხივებს. მისი საშუალებით ოთახში ტემპერატურა უცვლელი რჩება ხოლმე.

არქი ისანი D მრავალფუნქციური კომპლექსის გამორჩეული ბლოკია. მისი მშენებლობა ახლახან დაიწყო და ჯერჯერობით ქვაბულის სამუშაოები მიმდინარეობს. ბინის შეძენა ამ ბლოკში ნამდვილად ღირს, მითუმეტეს, გახსოვდეთ, რომ მშენებარე პროექტებზე მოქმედებს შიდა განვადება, რომელიც ამ პროექტის დასრულებამდე გრძელდება. არქი ისანი E-ს მშენებლობა კი მომავალში იგეგმება.

არქი ისანის მთლიანი პროექტისთვის რეკრეაციული ზონაა გამოყოფილი, რომელიც 10 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. არქი ისანის ეზო ერთ-ერთი გამორჩეულად კეთილმოწყობილი ადგილია, სადაც განთავსებულია: სპორტული მოედანი, ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი საბავშვო ინვენტარი, ფანჩატური, ველობილიკები თუ მოსასვენებელი სივრცე. კომპანია არქი ამ ლამაზ ეზოში ხშირად აწყობს სხვადასხვა ფერად და მხიარულ ღონისძიებებს. როდესაც ისანის პროექტი მთლიანად დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ აქ სკოლა და ბაღიც ავაშენოთ.

არქი ისანის პროექტი ნავთლუღის ქუჩაზე მდებარეობს. მეტროსადგური „ისანი“ თქვენი სახლიდან სულ რაღაც 3 წუთის მოშორებით მდებარეობს, ხოლო კარფურამდე 1 წუთი გაშორებთ. აქვე არის ბანკები, სწრაფი კვების ობიექტები თუ სატრანსპორტო გაჩერებები.

R