ავტორი:

"ჯგუფებად გავიყოფით და გავნაწილდებით" - ფალავანდიშვილი ფილმის პრემიერის ჩასაშლელად ემზადება

"ჯგუფებად გავიყოფით და გავნაწილდებით" - ფალავანდიშვილი ფილმის პრემიერის ჩასაშლელად ემზადება

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან იქნებიან მობილიზებულები, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება. როგორც გურამ ფალავანდიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარი ლოკაცია კინოთეატრი „ამირანი“ იქნება.

„კინოთეატრი „ამირანში“ დიდი დარბაზია და სავარაუდოდ, იქ მივლენ საელჩოების თანამშრომლები. ბილეთების უმეტესობა გაყიდულია საელჩოებზე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს და არა მგონია ვცდებოდეთ. ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე ეს კინოჩვენება ჩავშალოთ. ჯგუფებად გავიყოფით და გავნაწილდებით. ვნახოთ, როგორ გვეყოფა ძალები“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, კინოჩვენების ჩაშლის მშვიდობიან მეთოდებს შორის კინოდარბაზის წინასწარი დაკავება და კინოთეატრების შესასვლელების სხვადასხვა მეთოდით ბლოკირებაა.

„თუ მთავრობამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ სიბინძურის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ჩაატარებინა უმცირესობას რომ ეძახიან ამ ჰომოსექსუალურ პროპაგანდას, ჩვენ შევეცდებით, რომ რუსთაველისკენ დავიძრათ და აღარ დავიშალოთ, ვიდრე მთავრობა არ გადადგება, რადგან ამათ დევნა უკვე აუტანელი გახდა“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა