ავტორი:

ხმაური "ამირანთან", აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეღწევას ცდილობენ - LIVE ადგილიდან

ხმაური "ამირანთან", აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეღწევას ცდილობენ - LIVE ადგილიდან

"ქართული მარშის" წარმომადგენლები „ამირანში“ შესვლას ცდილობენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია ამის შესვლის უფლებას არ აძლევს.

აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს. მათ ნაწილს ნიღბები უკეთია.

"ამირანთან", სადაც ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციის მონაწილეებმა ვერის პარკიდან "ამირანთან" რამდენიმე წუთის წინ გადაინაცვლეს.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი სეანსი დასრულდა - "ამირანიდან" გამოსული მაყურებლების მისამართით პიროტექნიკა ისროლეს

LIVE: "ამირანის" შესასვლელისკენ აქციის მონაწილეები ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან

"სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი" - "ამირანთან" შეხლა-შემოხლის დროს ანა სუბელიანი დაშავდა